ამას არავინ ელოდა – სოფო ნიჟარაძის განცხადება გიული ალასანიაზე

საზოგაოდება1-11-2026, 16:43

მერაბ დვალიშვილი vs პიოტრ იანი: პირდაპირი ტრანსლაცია LIVE

სპორტი24-10-2026, 22:42

მიკროავტობუსი დაეჯახა,მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

საზოგაოდება21-10-2026, 19:51

დაკარგული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედას, ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

საზოგაოდება14-10-2026, 18:04

მიზეზი რის გამოც შორენა ბეგაშვილი ქმარს დაშორდა

26-09-2026, 11:45

ვის გაეზრდება ხელფასი 20%-ით შემდეგი წლიდან

30-09-2026, 18:20

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულებმა რამდენიმეწლიანი დუმილი დაარღვიეს - რა თქვეს ლაშა შერმადინმა და გიორგი მერაბიშვილმა სააპელაციო სასამართლოში?

16-09-2026, 15:56

“ამდენი რამე ვიცი, ვერ ვიტყვი… გურიკა დადიანიძე ცოცხალია, ძალიან კარგად არის“ ვრცელდება დაუჯერებელი ვიდეო ჩანაწერი.

13-09-2026, 18:33

ახალი ამბები

ამას არავინ ელოდა – სოფო ნიჟარაძის განცხადება გიული ალასანიაზე

საზოგაოდება1-11-2026, 16:43

მერაბ დვალიშვილი vs პიოტრ იანი: პირდაპირი ტრანსლაცია LIVE

სპორტი24-10-2026, 22:42

მიკროავტობუსი დაეჯახა,მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

საზოგაოდება21-10-2026, 19:51

დაკარგული მოზარდის, ალექსანდრე მიქელაძის დედას, ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

საზოგაოდება14-10-2026, 18:04

ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა – რას წერს მისი მეუღლე და რა გახდა ნაადრევი გარდაცვალების მიზეზი?

საზოგაოდება13-10-2026, 13:37

სხვა სიახლეები

სიახლე, რომელიც ხვალიდან ამოქმედდება და 60 წელს გადაცილებულ პირებს შეეხება.

500 ლარზე მეტის აზარტული, კრიპტო ტრანზაქცია საეჭვოდ ჩაითვლება – ხვალიდან 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საგადახდო მოთხოვნები მკაცრდება,“ – აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის აპრილში მიიღო.

საზოგაოდება 31-08-2026, 20:02
სისხლიანი ანგარიშსწორება, დაჭრილია ახალგაზრდა კაცი — საქართველოს რომელ რეგიონში მოხდა ეს შემთხვევა?

გორში წუხელ მამაკაცი დაჭრეს – “ქართლის ამბების” ცნობით, შემთხვევა სადგურის დასახლებაში მოხდა. გამოცემის ცნობით, დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი, ის გორის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მიმდინარეობს გამოძიება. ადგილობრივი მედიის თანახმად, ადგულზე მობილიზებულნი იყვნენ კრიმინალური და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

საზოგაოდება 31-08-2026, 18:23
ზუგდიდში, ქალაქის შესასვლელთან ბენზინმზიდი აფეთქდა

რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდში, ქალაქის შესასვლელთან ბენზინმზიდი აფეთქდა – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა თაიმერი ავრცელებს და წერს, რომ ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება და არის თუ არა შემთხვევის შედეგად დაშავებული.

საზოგაოდება 30-08-2026, 17:02
“გავარკვიეთ რამდენიმე ფაქტი…” – რას ამბობს დაურ ბუავას საქმის ადვოკატი?

„გავარკვიეთ რამდენიმე ფაქტი – წარსულში იყო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა [დაურ ბუავაზე], მუქარა“, – ამის შესახებ ადვოკატმა ნათია მეზვრიშვილმა “ფორმულას” ღამის ეთერში განაცხადა.

საზოგაოდება 30-08-2026, 16:11
სასტიკი დანაშაული — რას ყვება სკოლის დირექტორი 22 წლის ბიჭის მკვლელობაზე, რომელშიც არასრულწლოვანია ბრალდებული?

ქარელში, სოფელ დირბში მკვლელობა მოხდა, სამართალდამცავებმა მომხდარი დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს და განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. “წუხელ მოხდა ეს საშინელი დანაშაული, მოკლულია 22 წლის ახალგაზრდა ბიჭი, ძალიან კარგი ახალგაზრდა გოჩა ქოთუაშვილი. მარიამობას მოხდა ეს საშინელი ფაქტი. დეტალები არ ვიცი. დანით მიუყენებია ჭრილობა. სოფელ დირბში მოხდა დანაშაული, როგორც მითხრეს, ჩხუბი მომხდარა მათ შორის და ადგილზე მოკლეს, მერე დამნაშავე გაიქცა, მაგრამ მაინც დაიჭირეს პოლიციელებმა. დედა ემიგრანტი ჰყავს მოკლულს, ძალიან გამანადგურა ამ ამბავმა. უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა დამნაშავე, მერე რა რომ არასრულწლოვანია, ვინც ჩადის დანაშაულს, ყველა უნდა დაისაჯოს საკადრისად, რომ სხვამ არ ჩაიდინოს მსგავსი დანაშაული”, – ამბობს თანასოფლელი. “კვირის პალიტრის” ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი სოფელ დებრის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა. ფაქტს სკოლის დირექტორიც ადასტურებს: “დიახ, ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა დაკავებული არასრულწლოვანი. წუხელ დამრიგებლისგან გავიგე მომხდარი ფაქტი. პირველ რიგში მინდა გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი ვუთხრა მომხდარის დეტალები არ ვიცი, ვიცი, რომ დაკავებულია ჩვენი მოსწავლე და ის პოლიციას მამამ მიუყვანა თავისი ხელით. შელაპარაკება მომხდარა, რის გამო მოხდა ეს მძიმე ფაქტი. თვითონ დაკავებულ ბიჭზე დადებითის მეტს ვერაფერს გეტყვით. ახლაც ვფიქრობდი ამ ბავშვზე, არ ვიცი რა ვთქვა, გამორჩეული, დადებითი ყოფაქცევის ბიჭია, სპორტსმენი, ძიუდოზე დადიოდა, სკოლაშიც მოწესრიგებული იყო სულ. შეიძლება მაღალი შეფასებებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ზრდილობით და აკადემიურობით ნამდვილად ერთ-ერთი სანიმუშო მოსწავლე იყო. ვერ გეტყვით გუშინ რა მოხდა, რატომ დატრიალდა ეს უბედურება. გარდაცვლილი ბიჭიც ჩვენი სკოლის ყოფილი მოსწავლეა, მართალია მე მას არ ვასწავლიდი, მაგრამ გოჩა 2004 წელს არის დაბადებული და სკოლა ხუთი წელია რაც დამთავრებული აქვს. ეს ბიჭები ახლო მეზობლები არ არიან, რა მოხდა და რატომ იკამათეს, ამაზეც არ მაქვს ჯერჯერობით ინფორმაცია. მასწავლებელმა გამაგებინა წუხელ მომხდარი. ჩვენი მოსწავლის ძმა არის მოკლული ბიჭი, ვუსამძიმრებ მის ოჯახს. მამამ მიიყვანა პოლიციაში და ჩააბარა. ძალიან დადებითი ოჯახია, მამასთანაც ვმეგობრობ, როგორ დაგიმალოთ. გაოცებული ვარ, ამ ბავშვის პიროვნებიდან გამომდინარე. ძალიან მძიმე ამბავია. დანა როგორ აღმოჩნდა მის ხელში, არც ეს ვიცი, სკოლაში არასოდეს მინახავს დანით. ჩვენ მანდატური გვყავს სკოლაში და არასოდეს სასკოლო სივრცეში მას აკრძალული ნივთი, სანთებელაც კი არ შემოუტანია”, – განაცხადა დირბის საჯარო სკოლის დირექტორმა. “კვირის პალიტრა”

საზოგაოდება 30-08-2026, 13:33
„გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, დაურმა ძალიან ბევრი რამ მომიყვა. ზუსტად ვიცი…“ — რას აცხადებს დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე

და­ურს [ბუ­ა­ვას] ნამ­დვი­ლი მე­გობ­რე­ბი არ ჰყავ­და და ყვე­ლა­ფე­რი, რაც ახლა, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ხდე­ბა, ამის დას­ტუ­რია. ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული, რომ და­უ­რი ამ ყვე­ლა­ფერს ვე­რა­სო­დეს ნა­ხავს. თუმ­ცა, სი­ცო­ცხლე­შიც ამ­ბობ­და, რომ იმ ადა­მი­ა­ნებს არ ენ­დო­ბო­და, ვის­თან ერ­თა­დაც მუ­შა­ობ­და, – ამის შე­სა­ხებ გარ­დაც­ვლი­ლი აფხა­ზი ბლო­გე­რის, დაურ ბუ­ა­ვას ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე, ნინო ცხოვ­რე­ბა­ძე აცხა­დებს. ის „ტე­ლეგ­რამ არხზე” ვრცლად წერს დაურ ბუ­ა­ვას შე­სა­ხებ, სა­დაც არა­ერ­თხელ მი­ა­ნიშ­ნებს გარ­დაც­ვლი­ლი ბლო­გე­რის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. ამას­თან, სა­უბ­რობს მისი გა­რე­მოც­ვის შე­სა­ხებ და იმა­ზეც, რომ ბუ­ა­ვამ გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე მას ბევ­რი რამ უამ­ბო. „გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ არ მოკ­ლეს! ექ­სპერ­ტი­ზის ზუს­ტი შე­დე­გე­ბი ჯერ არ არის ცნო­ბი­ლი! გთხოვთ, ნუ წერთ და­უ­ფიქ­რე­ბელ და უსა­ფუძ­ვლო ვა­რა­უ­დებს და ნუ ავ­რცე­ლებთ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას. ადა­მი­ა­ნებს ისე­დაც ძა­ლი­ან უჭირთ ამ ყვე­ლაფ­რის მი­ღე­ბა – ნუ გა­ვავ­რცე­ლებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ­ლის სი­მარ­თლეც ჯერ არ ვი­ცით… და­ურს ძა­ლი­ან ბევ­რი ცუდი ადა­მი­ა­ნი ეხ­ვია გარ­შე­მო. მე მას ყო­ველ­თვის ვე­უბ­ნე­ბო­დი ამის შე­სა­ხებ და ვთხოვ­დი, მათ­თან კავ­ში­რი არ შე­ე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა, მა­ში­ნაც კი, თუ საქ­მე სა­მუ­შა­ოს ეხე­ბო­და. რა­ღაც მო­მენ­ტში მან „სვარ­ში­კად” და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა და უნ­დო­და, მთლი­ა­ნად ამ საქ­მე­ში გა­და­სუ­ლი­ყო, ოღონდ კი ძვე­ლი სამ­სა­ხუ­რი და­ე­ტო­ვე­ბი­ნა”, – წერს ცხოვ­რე­ბა­ძე. მი­სი­ვე თქმით, მი­უ­ხე­და­ვად ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მი­სა, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე ექიმ­თან არ მი­დი­ო­და. „და­უ­რი ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან ჯი­უ­ტი იყო ანა­ლი­ზე­ბის ჩა­ბა­რე­ბი­სა და ექი­მებ­თან მის­ვლის სა­კი­თხში. კლი­ნი­კა­ში წაყ­ვა­ნა პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ხში­რად ჰქონ­და მა­ღა­ლი წნე­ვა და გუ­ლიც აწუ­ხებ­და. ყო­ველ ჯერ­ზე მპირ­დე­ბო­და, რომ ექიმ­თან წა­ვი­დო­და, მაგ­რამ ასე და ასე არ მი­დი­ო­და… ჩვენ 8 თვის წინ დავ­შორ­დით და მთე­ლი ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში ერ­თმა­ნეთ­თან არ გვქო­ნია ურ­თი­ერ­თო­ბა. ორი კვი­რის წინ ძა­ლი­ან ცუდი სიზ­მა­რი და­მე­სიზ­მრა და­ურ­ზე, სა­დაც მან გულ­ზე ხელი მი­ი­დო და და­ე­ცა. მთე­ლი დღე ძა­ლი­ან შე­ში­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ვფიქ­რობ­დი, მი­მე­წე­რა მის­თვის თუ არა. სა­ღა­მოს პარკში გა­ვე­დი სა­სე­ირ­ნოდ და რა­ღაც მო­მენ­ტში, ძა­ლი­ან ცუ­დად გავ­ხდი. ხმა­მაღ­ლა ტი­რი­ლი და­ვი­წყე და ბო­ლოს მას მივ­წე­რე. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, იმ დღეს ის მე­გობ­რებ­თან ერ­თად ტყე­ში იყო გა­და­ღე­ბებ­ზე. მათ ცოტა მო­შორ­და, რომ თა­ვი­სი კად­რი გა­და­ე­ღო, წა­იქ­ცა და თავი ქვას და­არ­ტყა. 3 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში უგო­ნოდ იწვა. მას მაშ­ვე­ლე­ბი ეძებ­დნენ და ად­გი­ლობ­რი­ვი მწყემ­სე­ბიც კი ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ”, – წერს ცხოვ­რე­ბა­ძე. ის დაურ ბუ­ა­ვას საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ ქალ­ზეც სა­უბ­რობს და გან­მარ­ტავს, რომ მის ყო­ფილ ქმარს აღ­ნიშ­ნულ პირ­თან არა­ფე­რი ჰქო­ნია. ცხოვ­რე­ბა­ძე „ტე­ლეგრმ არხზე” გან­თავ­სე­ბულ პოს­ტებ­ში ბუ­ა­ვას ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მებს არა­ერ­თხელ უს­ვამს ხაზს. „ჩემი დილა შო­კის­მომ­გვრე­ლი ამ­ბე­ბით იწყე­ბა. მე ამ გო­გოს ვიც­ნობ და ზუს­ტად ვიცი, რომ და­ურს მას­თან არა­ფე­რი ჰქო­ნია. ბოლო დროს მას ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან ცუდი ჰქონ­და. ხან წნე­ვა აწუ­ხებ­და, ხან ცხვი­რი­დან სის­ხლი სდი­ო­და, ხში­რად სტკი­ო­და თავი. ვე­უბ­ნე­ბო­დი, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში წა­სუ­ლი­ყო და ჯან­მრთე­ლო­ბა შე­ე­მოწ­მე­ბი­ნა, მაგ­რამ სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბას არ ამოწ­მებ­და. და­ურს გარ­თო­ბა უყ­ვარ­და, შე­ეძ­ლო კლუბ­ში ან ბარ­ში წას­ვლა, მაგ­რამ ნარ­კო­მა­ნი ის არა­სო­დეს ყო­ფი­ლა!”, – წერს ცხოვ­რე­ბა­ძე. მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, დაურ ბუ­ა­ვა მის მე­გობ­რებს, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად კი, იმ პი­რებს, რომ­ლებ­თან ერ­თა­დაც მუ­შა­ობ­და, არ ენ­დო­ბო­და. „ჩვენს შემ­თხვე­ვა­ში მნიშ­ვნე­ლო­ბა არ ჰქონ­და, ერ­თად ვი­ყა­ვით თუ არა. ჩვენ ყო­ველ­თვის მხარს ვუ­ჭერ­დით ერ­თმა­ნეთს. ეს არის ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც, ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, მისი ოჯა­ხის წევ­რებ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. მაგ­რამ აი, ის ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის­თა­ნაც და­უ­რი მუ­შა­ობ­და, რა­ტომ­ღაც ცდი­ლო­ბენ, რა­ღა­ცა­ში და­მა­და­ნა­შა­უ­ლონ და ჩემს ზა­რებ­საც კი არ პა­სუ­ხო­ბენ დღეს. მათ ზუს­ტად იცი­ან, რომ და­უ­რი ყვე­ლა­ფერს მიყ­ვე­ბო­და. იქ­ნებ ეში­ნი­ათ? და­ურს ნამ­დვი­ლი მე­გობ­რე­ბი არ ჰყავ­და და ყვე­ლა­ფე­რი, რაც ახლა, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ხდე­ბა, ამის დას­ტუ­რია. მისი უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვა ცდი­ლობს, ამ ამ­ბით სა­კუ­თა­რი თა­ვის პი­ა­რი გა­ი­კე­თოს. ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული, რომ და­უ­რი ამ ყვე­ლა­ფერს ვე­რა­სო­დეს ნა­ხავს. თუმ­ცა, სი­ცო­ცხლე­შიც ამ­ბობ­და, რომ იმ ადა­მი­ა­ნებს არ ენ­დო­ბო­და, ვის­თან ერ­თა­დაც მუ­შა­ობ­და. და­ურ­მა ქარ­თუ­ლი არ იცო­და, მე კი ვი­ცო­დი. ამი­ტო­მაც ძა­ლი­ან მენ­დო­ბო­და. თუ ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ ადა­მი­ა­ნი კარ­გი არ იყო, ის ყო­ველ­თვის მის­მენ­და და ჩემს აზრს ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. ეს კი ძა­ლი­ან არ მოს­წონ­დათ იმ ადა­მი­ა­ნებს, ვის­თა­ნაც და­უ­რი მუ­შა­ობ­და. გარ­დაც­ვა­ლე­ბამ­დე ორი დღით ადრე, და­ურ­მა ძა­ლი­ან ბევ­რი რამ მო­მიყ­ვა. ზუს­ტად ვიცი, რას ფიქ­რობ­და და ვინ რას აკე­თებ­და. მის გა­რე­მოც­ვას ძა­ლი­ან ვურ­ჩევ, ჩემ­თან უფრო ფრთხი­ლად იყ­ვნენ და ნუ ეც­დე­ბი­ან, რამე მე და­მაბ­რა­ლონ! არა­ვის მივ­ცემ უფ­ლე­ბას, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა პო­ლი­ტი­კურ სა­თა­უ­რებს და­უ­კავ­ში­რონ და ამ ბი­ჭის სიკ­ვდი­ლის შემ­დე­გაც კი მი­სით ისარ­გებ­ლონ”, – წერს ცხოვ­რე­ბა­ძე. ცნო­ბის­თვის, აფხა­ზი ბლო­გე­რი, დაურ ბუ­ა­ვა თბი­ლის­ში, სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში, გარ­დაც­ვლი­ლი 28 აგ­ვის­ტოს იპო­ვეს. ის სა­ვა­რა­უ­დოდ, რამ­დე­ნი­მე დღის გარ­დაც­ვლი­ლი იყო, ვი­ნა­ი­დან მე­ზობ­ლებ­მა სა­მაშ­ვე­ლო ბრი­გა­და კორ­პუს­ში “გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ხორ­ცის მძაფ­რი სუ­ნის” გამო გა­მო­ი­ძა­ხეს. ბუ­ა­ვა მაშ­ვე­ლებს ბი­ნა­ში შეს­ვლი­სას გარ­დაც­ვლი­ლი დახ­ვდათ. 29 აგ­ვის­ტოს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა კი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე, დაურ ბუ­ა­ვას მე­გო­ბა­რი ქალი გან­საც­დელ­ში მი­ტო­ვე­ბის მუხ­ლით და­ა­კა­ვეს. შსს-ს ცნო­ბით, მათ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა მო­იხ­მა­რეს, რის შემ­დე­გაც ორი­ვე მათ­გა­ნი შე­უძ­ლოდ გახ­და. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­კა­ვე­ბულ­მა ქალ­მა კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე და სი­ცო­ცხლის­თვის სა­შიშ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი ბუ­ა­ვა მი­ა­ტო­ვა, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ბი­ნის კარი გა­რე­დან ჩა­კე­ტა და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან წა­ვი­და. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე – თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნი­სა და 128-ე – გან­საც­დელ­ში მი­ტო­ვე­ბის მუხ­ლე­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს.

საზოგაოდება 30-08-2026, 00:13
ბათუმში ორ წლამდე ბავშვი კორპუსის მერვე სართულიდან გადმოვარდა და დაიღუპა

ბათუმში, კორპუსის მერვე სართულიდან ორ წლამდე ბავშვი გადმოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.თვითმხილველების ინფორმაციით, მცირეწლოვანი ადგილზე დაიღუპა.მომხდარის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ფაქტს ადასრურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.ფაქტზე სსკ 116-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.

საზოგაოდება 29-08-2026, 19:18
ქალბატონო სოფო, მოემზადეთ, სიმართლის დრო დგება, ბევრი აღარ დარჩა! რა ინფორმაცია გავრცელდა ახლახანს?

12 წლის წინ გაუჩინარებული გურიკა დადიანიძის საქმესთან დაკავშირებით, თანატოსი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს და დაკარგული ბიჭის დედას – სოფო ბიბილაშვილს მოუწოდებს, რომ მოემზადოს, ვინაიდან სიმართლის დრო უკვე დგება. მივმართავ, ჯუმბერ ბუჩაშვილს, ნოდარ კიკნაძეს, ანი გელაშვილს, კახა გელაშვილს, გვანცა გელაშვილს: თქვენ არ გაქვთ უფლება სხვას სიცოცხლე წაართვათ და შემდეგ სიცოცხლე განაგრძოთ, ჩვენ არ შეგეშვებით, პირობას გაძლევთ, არ გავჩერდებით, არ დავიძინებთ, არ მოვისვენებთ მანამ, სანამ თქვენს სახეს გისოსები არ დაფარავს! ბევრი აღარ დაგრჩათ, არ არსებობს ამოუხსნელი თავსატეხი, გაუხსნელი საქმე, დაუსჯელი დამნაშავე, თქვენც არ იქნებით გამონაკლისები, სიტყვას ვდებთ! ქალბატონო სოფო, მოემზადეთ, სიმართლის დრო დგება, ბევრი აღარ დარჩა!” – წერს თანატოსი.

საზოგაოდება 29-08-2026, 18:16
აფხაზი ბლოგერის გარდაცვალების საქმე – როდის გადმოკვეთა საზღვარი ქალმა, რომელმაც დაურ ბუავა განსაცდელში მიატოვა?

აფხაზი ბლოგერის საქმეში უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალის დაკავებამ საზოგადოებაში კითხვები გააჩინა – შსს ამტკიცებს, რომ დაურ ბუავამ და მასთან ერთად მყოფმა პირმა ნარკოტიკები მიიღეს, ბუავა ცუდად გახდა, თანხმხლებმა კი ის განსაცდელში მიატოვა, ბინა გარედან ჩაკეტა და წავიდა. ახლა გამოძიების დასადგენია დაკავებული ქალის, ვიქტორია კილნიუკის შესახებ უფრო მეტი დეტალი – როდის გადმოკვეთა საზღვარი უცხო ქვეყნის მოქალაქემ, როგორ შევიდა ნდობაში აფხაზ ბლოგერთან და საიდან გაჩნდა ნივთიერება, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, დაურ ბუავას სიკვდილი გამოიწვია. ბუავას მეგობრები ამბობენ, რომ დაკავებული ქალის შესახებ მათ არაფერი სმენიათ, არ იცნობდნენ და არასოდეს უნახავთ აფხაზ ბლოგერთან. „ასეთი ადამიანი მე დაურთან არასოდეს მინახავს და პირადადაც არ ვიცნობ, ვინ არის. პირველად მესმის მისი სახელი“, – ამბობს მეგობარი. გარდაცვლილი აფხაზი ბლოგერის ინტერესების დამცველს შსს-ს ვერსია ნარკოტიკების შესახებ სარწმუნოდ არ მიაჩნია, რადგან ადვოკატის თქმით, გამოძიება ერთ დღეში ვერ დაადგენდა, რამ გამოიწვია დაურ ბუავას გარდაცვალება. უფლებადამცველის თქმით, ისინი ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას მოითხოვენ. „როგორც ჩემთვის ცნობილია, დღეს დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე, თუ არ ვცდები, ეს არის უკრაინის მოქალაქე. როგორც გამომძიებელმა მომაწოდა ინფორმაცია, ეს არის დაურის მეგობარი. თუმცა სხვა დეტალები ჩემთვის უცნობია. ის დღეს დილით დააკავეს განსაცდელში მიტოვების მუხლით. ერთი დღით გამოძიებით ვერ დადგინდებოდა ნარკოტიკი მოითხოვეს, თუ ერთად რა გააკეთეს, ამიტომ, უნდა დაველოდოთ შედეგებს. ჩვენ უკვე მოძიების პროცესში ვართ ალტერნატიულ ექსპერტიზასთან დაკავშირებით, როგორც კი გვექნება შესაძლებლობა და დაგამოგვეხმაურება ექსპერტი, ჩავატარებთ ექსპერტიზას“, – ამბობს ადვოკატი ნათია მეზვრიშვილი. დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე, ვიქტორია კილნიუკი კი ახლა ბრალის ოფიციალურად წარდგენას იზოლატორში ელოდება. მასთან სავარაუდოდ, რამდენიმე საათში შევლენ გამომძიებლები. შსს-ს ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულის სახით დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე და დაურ ბუავა მეგობრები იყვნენ. ისინი თბილისში, დიდ დიღომში, დაურ ბუავას დროებით საცხოვრებელ ბინაში ერთად იმყოფებოდნენ, სადაც მოიხმარეს ნარკოტიკული საშუალება, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა. ბრალდებულის გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ შეუძლოდ მყოფი დაურ ბუავა, რომელიც იმყოფებოდა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში, მან მარტო დატოვა. კერძოდ, ბრალდებულმა საცხოვრებელი ბინის კარი მეორე გასაღებით გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა ისე, რომ მომხდარის შესახებ არავისთვის უცნობებია და დაურ ბუავას დასახმარებლად არავისთვის მიუმართავს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 128-ე – განსაცდელში მიტოვების მუხლებით მიმდინარეობს, საქმეზე გრძელდება შესაბამისი კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები.

საზოგაოდება 29-08-2026, 15:04
რა დააფიქსირა სათვალთვალო კამერებმა და რას ამბობენ იმ კორპუსში, სადაც ერთ-ერთ ბინაში რამდენიმე საათის წინ 30 წლის დაურ ბუავა გარდაცვლილი იპოვეს?

აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს. მიზეზი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა დაურ ბუავა, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილი უნდა იყოს.

საზოგაოდება 28-08-2026, 18:30