ახალი ამბები

აქამდე სპეციალურად არ გავაკეთე კომენტარი. “საწყალი ბიჭი გამოიყენა” რას ამბობს გოგა მანია გურამ დადიანიძეზე?

არსებობს ადამიანი, ვინც გაუჩინარების შემდეგ გურამ დადიანიძე ნახა… – რას ამბობს და ვისზე მიუთითებს გაუჩინარებული ბიჭის დედა?
სხვა სიახლეები

გურამ დადიანიძის საქმის ახალი დეტალები – 12 წლის წინ მლეთაში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედამ, სოფო ბიბილაშვილმა გადაცემაში “შენი ამბავი თაიასთან” ისაუბრა მე მინდა მივმართო რევაზ დადიანიძეს, თორმეტი წლის წინ ითხოვდი მკვდარი შვილის პოვნას, თორმეტმა წელმა ნუთუ ასე გაგიქვავა გული, რომ დღეს არ გინდა საკუთარი შვილი იპოვო, რა მდგომარეობაში დაიკარგა, რა მდგომარეობაშია ახლა და სად არის შენი ერთადერთი შვილი, რომელსაც დღემდე ვეძებ. დგახარ შენ და სახლების რემონტებს უნდები… თუ გურამ დადიანიძე შენ გყავს და შენ მალავ ჩემს შვილს, არასდროს ჩათვალო, რომ ამ ყველაფერს გაპატიებ. თუ ჩემი ტანჯვით გაზრდილ შვილზე ან მამიდას ან მამას რამე წვლილი მიგიძღვით, იცით და არ მიჩენთ ჩემს შვილს, ჩემზე დიდი მტერი არავინ გეყოლებათ. თუ გურამ დადიანიძე ცოცხალია, მაშინ მას გონება არ აქვს. ის მე არასდროს მიმატოვებდა. თუ გურამის ფსიქოტროპულ წამლებზე რეაქცია მოხდა და გონება აურიეს და მაგ მდგომარეობაშია, რომ ვერ იხსენებს ვინ არის – ამ შემთხვევაში ცოცხალია. თუ გურიკა ცოცხალი არ არის ესეც თქვენი ბრალია. ვიბრძოლებ იქამდე სანამ არ ვიპოვი. სოფლიდან გამოვიდა ამბავი, ერთ-ერთი ადამიანი დასდგომია რეზოს [გურიკას მამას] პირზე, ბავშვი ხომ იპოვეთ და რატომ უმალავთ სოფოსო… რეზო წამოსულა იქიდან. ბოლო დარეკვის დროს კახა [გელაშვილმა] მითხრა: ჯერ მოვიდეს აქ შენი ნარკომანი შვილი და უნდა დავამკვდარო ისე ვცემო, ასეთ ამბავში რომ ჩამაგდოო…” – განაცხადა 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის დედამ, სოფო ბიბილაშვილმა გადაცემაში “შენი ამბავი თაიასთან”.

ნიკა მიმინოშვილი ოპერის დამწყები მომღერალია, რომელიც მუსიკას სცენის მიღმაც აცოცხლებს. ხშირად ქუჩაში მღერის, რადგან მუსიკა მისთვის უბრალოდ პროფესია კი არა, ცხოვრების ნაწილია. უყვარს ყველაფერი, რაც მუსიკას უკავშირდება და ოცნებობს, საკუთარი ხმა დიდ სცენაზეც გააჟღეროს.

“სრულად გთავაზობთ ერთ-ერთი Tik-Tok ლაივის საჯარო “სტრიმზე” გაკეთებულ ჩანაწერს. ჩანაწერში საუბრობს ნოდარ ხუროშვილი – 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმის მოწმის, თაზო ხუროშვილის მამა და თინიკო არხოშაშვილის ბიძა, რომელიც ამჟამად ამერიკაში იმყოფება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კესო დეკანოსიძის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ვიდეოს აქვეყნებს. “გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დეტალური ინფორმაცია კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე კომპლექსურად განხორციელებული შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილი გარემოებების თაობაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში კესო დეკანოსიძის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, ჩატარდა ათეულობით საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა არაერთი მოწმე, ასევე, დამუშავდა და გაანალიზდა ვიდეოსამეთვალყურეო კამერებიდან ამოღებული ჩანაწერები, რომლებიც კესო დეკანოსიძის ბათუმში ჩასვლისა და ზღვის სანაპიროს მიმართულებით გადაადგილების ტრაექტორიას ასახავს. აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით ამ ეტაპზე, დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი. მიმდინარე წლის 29 აგვისტოს კესო დეკანოსიძემ იმგზავრა თბილისი-ბათუმის მატარებლით. ვიდეოსამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებით ირკვევა, რომ კესო დეკანოსიძე ბათუმის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიაზე 29 აგვისტოს 20:57 საათზე ტოვებს მატარებლის ვაგონს, 21:00 საათზე გამოდის შენობიდან და საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მარტო მიემართება ბათუმის ცენტრის მიმართულებით. კესო დეკანოსიძე 21:34 საათზე, ბათუმში საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებაზე ჩამოდის საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან, რის შემდეგაც ჯერ იაკობ გოგებაშვილის ქუჩის, ხოლო შემდგომ ეგნატე ნინოშვილის ქუჩის გავლით მიემართება ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელთან, რის შემდგომაც ასევე მარტო განაგრძობს მოძრაობას ზღვის სანაპიროს მიმართულებით, ე.წ პიერ ბათუმის ხიდის მიმდებარედ. ზღვის სანაპიროზე გადასვლამდე, ბულვარის სასეირნო ზოლში განთავსებულ ჯიხურში მან შეიძინა სანთებელა. თვითმხილველების ჩვენებებით დგინდება, რომ კესო დეკანოსიძემ აღნიშნული ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზღვის ნაპირთან მისვლისას დაანთო საეკლესიო სანთელი, პირადი ნივთები და ტანსაცმელი დატოვა სანაპიროზე, რის შემდეგაც ზღვაში შეცურა, თუმცა მას შემდეგ რაც ის უკან აღარ დაბრუნდა, თვითმხილველებმა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრს -112-ს აცნობეს. შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, რომლებიც შესაბამისი აღჭურვილობით ჩაერთვნენ ძებნის ღონისძიებაში. ინტენსიური სამძებრო ღონისძიებების შედეგად, მეხანძრე-მაშველების მიერ მიმდინარე წლის 31 აგვისტოს კესო დეკანოსიძის ცხედარი ნანახი იქნა ქობულეთის ტერიტორიაზე ზღვაში. გარდაცვლილს სხეულზე ძალადობის რაიმე კვალი არ აღენიშნებოდა. საქმეზე გრძელდება გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

“დღეს პრაქტიკულად სიკვდილს გადავრჩი… ტექნიკურად გაუმართავი მანქანა დაგორდა” – ამბობს ეკატერინე ლომიძე და წმინდა მოწამე ვასილისკოს ქუჩის 6 ნომრიდან ვიდეოს აქვეყნებს.

ჩემი ცხოვრება დასრულდა, მაგრამ ყველას დაგასრულებთ”, – ამის შესახებ მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა ეკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ეკა მხატვრიშვილი პედაგოგია, ის გლდანში, “ბრიტანულ აკადემიაში” პედაგოგად მუშაობს. სამძიმრის წერილს ავრცელებს “ბრიტანულ აკადემია”: “ბრიტანული აკადემიის” გუნდი ღრმა მწუხარებით იუწყება, ჩვენი კოლეგის, მათემატიკის პედაგოგის, ეკა მხატვრიშვილი ოჯახში დატრიალებული უდიდესი ტრაგედიის შესახებ. ეკა მასწავლებელს გარდაეცვალა შვილი, დავით ნარიმანიძე. ვუსამძიმრებთ მას და მის ოჯახს. ნათელში იყოს დათუნას სპეტაკი სული. სიტყვები უძლურია ასეთი ტრაგედიის დროს”. ცნობისთვის, 17 წლის დავით ნარიმანიძე თბილისში, ლოტკინის დასახლებაში 9 სექტემბერს მოკლეს. მკვლელობა გახსნილია – სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი. დაკავებულები არიან ის პირებიც, რომლებიც კონფლიქტში მონაწილეობდნენ.

გორში, ავარიის შემდეგ გარდაცვლილ 14 წლის მარიამ წიკლაურს თანაგუნდელები ემშვიდობებიან. „გაგვიფრინდა ჩვენი პატარა ანგელოზი. აღარ დაგვხვდება სპორტსკოლის შესასვლელთან სიხარულით გაბრწყინებული თვალებით, რომელიც მოუთმენლად ელოდა ფრენბურთის ვარჯიშის დაწყებას. სიტყვებს ვერ ვპოულობთ ამ ტრაგედიით გამოწვეული ტკივილის გადმოსაცემად. უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი. სპორტსკოლისა და ფრენბურთელების სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახს“, – ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში. ავტოსაგზაო შემთხვევა 5 სექტემბერს მოხდა. სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი სკოლის მოსწავლეს დაეჯახა. დაშავებული გოგონა კლინიკაში გარდაიცვალა.

“გმირები ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ” – წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე და ფოტოს აქვეყნებს. მისივე ინფორმაციით, 20 წუთი ცდილობდა სასწრაფო სამედიცინო ჯგუფის მთელი შემადგენლობა პაციანტის გაჩერებული გულის ამუშავებას და მათ ეს შეძლეს. ქალი, რომელიც ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოულოდნელად ცუდად გახდა, სამედიცინო პერსონალის გადაუდებელი დახმარების შემდეგ გადარჩა. პაციენტი მკურნალობას ამ ეტაპზე, სამედიცინო დაწესებულებაში გადის.

გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა, რის შემდეგაც მიკროავტობუსი გადაბრუნდა. ავარიის შედეგად, პირველადი ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაშავდა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფები.

ანაკლია-ზუგდიდის გზაზე რამდენიმე დღის წინ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი მარიამ ჩიქავა დღეს დაკრძალეს. როგორც ინფორმირებული წყარო ექსკლუზიურად გვიყვება სოფელ კოკის მოსაცდელში 4 ახალგაზრდა ზუგდიდისკენ მიმავალ ტრანსპორტს ელოდებოდა. „4 ახალგაზრდა იდგა იმ ავბედით დილით მოსაცდელთან. სანამ ეს ტრაგედია დატრიალდებოდა ერთ მანქანას,რომელსაც წინა მხარეს მგზავრი ეჯდა,4 მგზავრიდან უკან ჩაისვა სამი და განაგრძეს გზა ზუგდიდისკენ. მოსაცდელში დარჩა ტრანსპორტის მომლოდინე 28 წლის მარიამი,რომელიც 4 წელია ზუგდიდში ამბოლში მუშაობდა კონსულტანტად. ამ დროს 10 წუთის ინტერვალში გაუჩერა მარიამს ნისან ჯიპის მარკის ავტომობილი ბაკურ გაბისონიამ. ავტოსაგზაო შემთხვევა კი რამდენიმე წუთში კახათის გზაზე მოხდა. მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა”,- გვიყვება წყარო. მარიამი მოსაზღვრე სოფლის ტაძრიდან გამოსვენეს და საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. ობოლ გოგოს მთელი სოფელი გამოემშვიდობა. მარიამის ხსოვნას ემოციურ პოსტს უძღვნის მისი მეზობელი ლევან თორია. „მარიამი ჩემი ახლობელი იყო.მართალია, ძალიან ახლო ურთიერთობა არ გვქონია და ასაკითაც ჩემზე უფროსი იყო, მაგრამ როცა ერთმანეთს ვხვდებოდით, ყოველთვის ძალიან თბილი შეხვედრა გვქონდა. ისეთი ადამიანი იყო, რომლის ნახვაც გიხაროდა.მარიამი ობოლი გოგო იყო. ბებია-ბაბუამ გაზარდეს. რაც შეეძლოთ, ყველაფერი გააკეთეს მისთვის, მაგრამ დამეთანხმებით მშობლის დედ-მამის ზურგის ქონა მაინც სულ სხვა რამეა.თითქოს არ ეტყობოდა. ყოველ შემთხვევაში, ცდილობდა, არ შეემჩნია. მაგრამ რამდენი წელიც არ უნდა გასულიყო, მის თვალებში მაინც შეამჩნევდი სევდის პატარა კვალს. იმ სევდას, რომელიც ალბათ არასდროს გამქრალა. მშობლები ხომ სულ პატარას, ექვსი წლისას დაეღუპა.და ახლა 29 წლის მარიამიც აღარ გვყავს.არ მქონია მასთან ისეთი ახლო ურთიერთობა, როგორსაც ახლა ვისურვებდი. მაგრამ მართლა ძალიან მიყვარდა. ძალიან დიდ პატივს ვცემდი. და ალბათ ახლა ყველაზე მეტად იმას ვნანობ, რომ უფრო ახლოს არ ვიყავით. რომ უფრო ხშირად არ მოვიკითხე, უფრო ხშირად არ ვუთხარი, თუ რამდენად კარგი ადამიანი იყო.მარიამი ჩემი სოფლის პატარა ქუჩის ნათელი წერტილი იყო.იმ ქუჩის, რომელსაც ამდენი უბედურება აქვს ნანახი. და ახლა ეს პატარა სინათლეც ჩაქრა.დღეს მის ნეშთს სამუდამო განსასვენებელს მივაბარებთ. და ვიცი, რომ ჩვენი ქუჩა უკვე აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც ადრე იყო.ძალიან რთულია ამის მიღება.ძალიან დიდი უსამართლობაა, ასეთი ადამიანები ასე ადრე რომ მიდიან ამ ქვეყნიდან.და რატომ, ღმერთო?რატომ უნდა მიდიოდეს ასეთი ადამიანი, როცა ვიღაც ნაძირალებს ამქვეყნად კიდევ აქვთ არსებობის უფლება?ამ კითხვას საკუთარ თავს ათი წლის ასაკიდან ვუსვამ – მას შემდეგ, რაც მურო აღარ მყავს. მას შემდეგ მე და ჩემმა კუთხემ, საქართველომ უამრავი ახალგაზრდა, ანგელოზი ბავშვები დავკარგეთ და ამდენი წლის შემდეგაც, ამდენი ტრაგედიის შემდეგაც ამ კითხვაზე პასუხი ვერ ვიპოვე, არამედ პირიქით, ყოველჯერზე მძაფრდება უსამართლობის გრძნობა და ამასთანავე ძვირფასი ადამიანის დაკარგვის შიში.ახლა კი ყველაზე მეტად ის მაფიქრებს, რითი უნდა ვანუგეშო მარიამის ბებია?ქალი, რომელმაც ჯერ შვილი დაკარგა და ახლა შვილიშვილიც. გოგო, რომელიც ბავშვობიდან გაზარდა და რომელსაც ბოლო დღემდე ხელიხელჩაკიდებულს დაჰყვებოდა ყველგან.ახლა ვდგავარ, ვუყურებ და… ვერაფერს ვაკეთებ.ვერაფერს ვეუბნები.არადა ეს ყველაფერი თითქოს უკვე გავლილი მაქვს. ვიცი, როგორი ტკივილია ადამიანის დაკარგვა. უბრალოდ ადრე ბავშვი ვიყავი და ბევრ რამეს ვერ ვხვდებოდი. მაშინ ბოლომდე არ მესმოდა, რას ნიშნავდა ადამიანის სამუდამოდ დაკარგვა.ახლა უკვე მესმის.და ალბათ ამიტომაც მტკივა მარიამის წასვლა ასე ძალიან.მარიამ, ძალიან მიყვარხარ.ვნანობ, რომ უფრო ახლოს არ ვიყავით. ვნანობ იმ საუბრებს, რომლებიც არ გვქონია, იმ შეხვედრებს, რომლებიც აღარ გვექნება და იმ სიტყვებს, რომლებიც შეიძლება უფრო ხშირად უნდა მეთქვა.არ ვიცოდი, რომ ასე ცოტა დრო გვქონდა.შენ ჩემი პატარა ქუჩის ნათელი წერტილი იყავი, მარი.ახლა კი ეს ქუჩა შენს გარეშე დარჩა.ღმერთმა ნათელში გამყოფოს, იქ, სადაც მართალნი განისვენებენ.ძალიან მომენატრები.მშვიდობით, მარი.”,-წერს ლევან თორია სოციალურ ქსელში.




