Новое на сайте

შემზარავი ამბავი – ზუგდიდში, 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს, გარდაცვლილები დები არიან

მთავარის ინფორმაციით, ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები დები არიან. ცხედრები მეზობლებმა ნახეს. ადგილზე ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გარდაცვლილები ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

საზოგაოდება დღეს, 15:01
"მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც დაპოსტა გურამ დადიანიძის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე" - ანონიმური გვერდი "ნასვამი ჩოჩორი" მიმართვას ავრცელებს

„მოგესალმებით. მინდა გაცნობოთ, რომ მე ვარ ის ადამიანი, რომელმაც დაპოსტა გურამ დადიანიძის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ოსურად სიტყვა "დადგა ჟამი". იმის გამო, რომ ჩემი და ჩემი გუნდის კერძო საგამოძიებო მოქმედებებიდან გამომდინარე დავადგინეთ, რომ აღნიშნული ყალბი კახა გელაშვილის გვერდი და ასევე, ნამდვილი კახა გელაშვილის გვერდის IP მისამართები ერთი და იგივეა, რაც იმას ნიშნავს, რომ კახა გელაშვილს ნამდვილად მიუწვდება ხელი იმ ცნობილ ყალბ გვერდზე, რომელიც ასევე კახა გელაშვილის სახელით არის დარეგისტრირებული. ამ ინფორმაციას ასევე ფლობს საგამოძიებო სტრუქტურა როგორც ბატონ ჯუმბერ ბუჩაშვილზე, რომელიც 3-4 წელია ატყუებდა გამწარებულ დედას, რომელიც ეძებდა გურამ დადიანიძის საქმეს, რომელიც არის დაახლოებული პირი ბატონ კახა გელაშვილთან.მე და ჩემს გუნდს მიგვიწვდება ხელი მხოლოდ გურამ დადიანიძის ოფიციალურ გვერდზე და ჩვენი მიზანი სწორედ ის იყო, რომ გამოძიება სწორი მიმართულებით წასულიყო. თუმცა კიდევ ერთხელ ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, რათა კიდევ ერთხელ დააფარონ ხელი ბატონ კახა გელაშვილს და მის შავბნელ გამოუძიებელ საქმიანობებს.დაპოსტვის შემდეგ გავაგზავნეთ ანონიმური შეტყობინება ოჯახთან და ასევე ბატონ ტარიელ კაკაბაძესთან, რომლებსაც ამ შემთხვევაში პოსტის დადებამდე არანაირი ინფორმაცია არ ჰქონიათ ამ პოსტის დადების შესახებ. ჩემი და ჩემი გუნდის მიზანი იყო ოჯახის დახმარება და ის, რომ საგამოძიებო მოქმედებები სწორი მიმართულებით ჩატარებულიყო, თუმცა, როგორც ჩანს, კიდევ არასწორი მიმართულებით ცდილობენ ამ გამოძიების წარმართვას და კიდევ ერთხელ ჩაფარცხვას. ქალბატონ სოფო ბიბილაშვილს არ ჰქონია ინფორმაცია ჩვენი მოქმედებების შესახებ, ასე რომ ნუ შეგყავთ საზოგადოება შეცდომაში და იმაზე მოახდინეთ რეაგირება, რა ფაქტებიც გაგაჩნიათ, ჩვენივე მოწოდებული ბატონი კახა გელაშვილის წინააღმდეგ,"- ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც Facebook-გვერდი "ნასვამი ჩოჩორი" ავრცელებს. 18 აგვისტოს 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე ოსურ ენაზე პოსტი გამოქვეყნდა, სადაც ეწერა: "მოვიდა დრო". ცოტა ხნის წინ შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია და დაწერა: "დადგინდა, რომ გურამ დადიანიძის Facebook-გვერდზე აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაციას წინასწარ ფლობდნენ როგორც გურამ დადიანიძის დედა, ასევე ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე... პოსტის სოც.ქსელში განთავსება „ტელეგრამში“ შექმნილ ჯგუფში დაიგეგმა". შსს-ს განცხადებას უპასუხა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ, რომელმაც დაწერა: ადამიანმა Facebook-პროფილით - "ნასვამი ჩოჩორი" შემატყობინა, რომ მისი დაწერილია ოსურ ენაზე პოსტი: "დადგა ჟამი"... სასწრაფოდ დადგინდეს ვინ იმალება "ნასვამი ჩოჩორის" უკან!!! სქრინებით ნათლად ჩანს, რომ ამ პოსტის დადება შეთანხმებული არ იყო ჩემთან".

საზოგაოდება 21-08-2026, 12:10
ზუსტად ისე იქნება როგორც ვთქვი…“ – ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება

ეზოტერიკოსი გოგა მანია სოციალურ ქსელში მორიგ წინასწარმეტყველებას ავრცელებს:„2025 წლის ჩანაწერების გაგრძელება!!! ეხება მომავალს 2028 წლამდე !! ძალიან ბევრი ლიდერია ლიკვიდირებული და უდიდესს თამაშს თამაშობენ ხალხის წინაშე… ახალი წინასწარმეტყველებით მოვედი თქვენთან!! ომები ზუსტად ისე იქნება როგორც ვთქვი!! საქართველო დაცულია!!! მეტად გიყვარდეთ და დააფასეთ ერთმანეთი. ბოლომდე ნახეთ!! გააზიარეთ!! ჩემთვისაც მძიმეა ამ ყველაფრის ნახვა და მერე თქვენამდე მოტანა მერწმუნეთ!!! ვერტმფრენი!!!”, – წერს გოგა მანია.

საზოგაოდება 20-08-2026, 18:29
სიმაღლიდან კიდევ ერთი ადამიანი გადმოვარდა და იქვე დაიღუპა – ბოლო დღეებში ასეთი რამდენიმე შემთხვევა მოხდა და ძირითადად ერთ ქალაქში

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად ახალგაზრდა დაიღუპა. „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი სავარაუდოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეა. შემთხვევის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ბოლო დღეებში ბათუმში სიმაღლოდან ვარდნის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

საზოგაოდება 19-08-2026, 12:57
სკვერში, საბავშვო საქანელებთან ახალგაზრდა კაცის ცხედარი აღმოაჩინეს – სად მოხდა შემთხვევა და ვინ არის გარდაცვლილი?

გურჯაანში, სანაპიროს ქუჩაზე მდებარე საბავშვო გასართობ სივრცეში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. კაცი რუსეთის მოქალაქეა ადგილობრივებმა მას დღეს მიაგნეს, თუმცა, ვარაუდობენ, რომ უფრო დიდი ხნის გარდაცვლილია. წინასწარი ინფორმაციით, კაცს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები, რომლებმაც შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. ცხედარი გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. რა გახდა ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გაირკვევა. მთავარი ამბები კახეთიდან

საზოგაოდება 18-08-2026, 21:41
,,ეს აქამდე არსად გამიმხელია” – ანა გელაშვილი დუმილს არღვევს

ვრცელდება პოდკასტის “სამართალს მიღმა” ანონსი. გადაცემის სტუმარი მლეთაში გურამ დადიანიძესთან ერთად ექსკურსიაზე მყოფი ანა გელაშვილია. “გურიკამ აქეთ შემოგვთავაზა ექსკურსიაზე წასვლა. ვვარაუდობ, რომ ის მონასტერშია” – ამბობს ანა გელაშვილი.

საზოგაოდება 18-08-2026, 14:40
სასიხარულო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს

სასიხარულო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს:„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქი) გასასვლელად სასურველი დრო ონლაინ რეჟიმში, ყოველგვარი ლოდინის გარეშე დაჯავშნონ.ახალი სერვისით ასევე ისარგებლებენ ის პირები, რომლებმაც გამოცდის პირველი ეტაპი უკვე ჩააბარეს, თუმცა მეორე ეტაპზე გასვლის უფლებით ჯერ არ უსარგებლიათ.ცვლილების მიზანია გამოცდის პროცესის გამარტივება და კანდიდატებისთვის მომსახურების უფრო სწრაფად და მოქნილად ხელმისაწვდომობა“,- ნათქვამია განცხადებაში.

საზოგაოდება 17-08-2026, 16:03
უმძიმესი ავარია მსხვერპლი დასრულდა – სად მოხდა შემთხვევა?

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევის შედეგად ქვეითი გარდაიცვალა.თვითმხილველების თქმით, ავარიის ადგილზე გარე განათება არ არის და ტერიტორია ჩაბნელებულია, რაც, მათი განცხადებით, ხილვადობას ართულებს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

საზოგაოდება 17-08-2026, 13:21
ბინაში გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს – სად აღმოაჩინეს ცხედარი და რა ინფორმაცია ვრცელდება ადგილიდან?

ბა­თუმ­ში, მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, გვი­ან ღა­მით, ბი­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნი იპო­ვეს. ცხე­და­რი ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში გა­და­ას­ვე­ნეს. ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია, აღე­ნიშ­ნე­ბო­და თუ არა გარ­დაც­ვლილს ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

საზოგაოდება 16-08-2026, 15:46
არასრუწლოვანი ბიჭი ახალგაზრდა ქალს სადარბაზოში შეჰყვა – რა მიზეზით დააპატიმრეს 15 წლის მოზარდი?

რუსთავში, არასრუწლოვანი ბიჭი ახალგაზრდა ქალს სადარბაზოში შეჰყვა და ფიზიკური შეხება სცადა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, ფაქტი ლეონიძის ქუჩაზე ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში დაფიქსირდა. 15 წლამდე ბიჭი 25 წლამდე ქალს სადარბაზოში ჩუმად შეჰყვა და მასთან ფიზიკური კონტაქტი სცადა. გოგოს მხრიდან მკვეთრი რეაგირების შემდეგ მოზარდმა სადარბაზო სწრაფად დატოვა. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის. სამართალდამცავებმა არასრუწლოვანის იდენტიფიცირება მალევე მოახერხეს და დააკავეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

საზოგაოდება 16-08-2026, 11:40