ახალი ამბები
სხვა სიახლეები

ხობის მუნიციპალიტეტში 6 აგვისტოს ტრაგედია დატრიალდა. მდინარე ხობისწყალში დედა-შვილი დინებამ გაიტაცა. 7 წლის ლაზარე ადგილობრივებმა ტრაგედიის ადგილიდან დაახლოებით 400 მეტრში იპოვეს და ბავშვის ცხედარი ამოიყვანეს. დედის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ეკიპაჟები. „ლაზარეს გადარჩენისთვის იბრძოლე… ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან. მთელი საქართველო გგლოვობთ შენ და ლაზარეს… დღეს დილას უკანასკნელად მომესალმე, თურმე. ისღა დაგვრჩა ნუგეშად, შენი თავი გვაპოვნინო…” – წერს ოჯახის ახლობელი.

ხობის მუნიციპალიტეტში მდინარე ხობისწყალში, მაშველებმა მდინარიდან დედის ცხედარი ამოასვენეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან პოლიციის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ეკიპაჟები.

სოციალურ ქსელებში ბოლო დღეებია აქტიურად ვრცელდება 12 წლის წინ გადაღებული ვიდეო, რომელშიც ისმის ბიჭის ხმა – „კახა, არ მიმატოვო“. 2014 წელს გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის დედა, სოფიო ბიბილაშვილი აცხადებს, რომ ვიდეოში მისი შვილის ხმა ისმის. ამის შესახებ მისი ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე წერს და ვიდეოს იმ მონაკვეთასაც აქვეყნებს, სადაც ბიჭის ხმა ისმის. „ბოლო წამებზე ნამდვილად ისმის განწირული ხმა – „კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები“. გურამის დედა კატეგორიულად ადასტურებს, რომ ეს არის მისი შვილის ხმა. ეს ვიდეო 12 წლის წინ დაიდო იუთუბზე“, – დაწერა უფლებადამცველმა. 17 წლის გურამ დადიანიძე 2014 წელს გაუჩინარდა და მას შემდეგ მოზარდის კვალს ვერ მიაგნეს. ის, დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო მლეთაში, ლომისობის დღესასწაულზე ექსკურსიაზე იმყოფებოდა. გაუჩინარებული ბიჭის დედა, სოფო ბიბილაშვილი შვილის პოვნაში დახმარებას დღემდე ითხოვს.

6 აგვისტოს მდინარე ხობისწყალში დაღუპულ დედა-შვილს ნათესავი ემოციურ წერილს უძღვნის:








