
ეზოთერიკოსი გოგა მანია საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი ხილვის შესახებ საუბრობს და საზოგადოებას რამდენიმე საფრთხის შესახებ აფრთხილებს. მისი თქმით, ქვეყანაში შესაძლოა მიწისძვრების რაოდენობამ მოიმატოს. მანია მოსახლეობას, განსაკუთრებით, მაღალმთიან ადგილებში, სიფრთხილისკენ მოუწოდებს. „რაც შეეხება საქართველოს, მოიმატებს მიწისძვრები. ხალხს ვურჩევ, მოერიდოს მაღალმთიან ადგილებს. იქნება ფრინველის ახალი ვირუსი, მოერიდეთ ასევე ცხოველებს“, – განაცხადა გოგა მანიამ.

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის შედეგად, ერთ ავტომობილში მყოფი 2, ხოლო მეორე ავტომობილში მყოფი 4 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

რატომ ამბობს ზურაბ იზორია, რომ დაურ ბუავა მის გამო ცოცხალი აღარ არის – მძიმე და ემოციური ვიდეომიმართვა

500 ლარზე მეტის აზარტული, კრიპტო ტრანზაქცია საეჭვოდ ჩაითვლება – ხვალიდან 60 წელს გადაცილებული პირებისთვის საგადახდო მოთხოვნები მკაცრდება,“ – აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის აპრილში მიიღო.

გორში წუხელ მამაკაცი დაჭრეს – “ქართლის ამბების” ცნობით, შემთხვევა სადგურის დასახლებაში მოხდა. გამოცემის ცნობით, დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი, ის გორის ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მიმდინარეობს გამოძიება. ადგილობრივი მედიის თანახმად, ადგულზე მობილიზებულნი იყვნენ კრიმინალური და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები.

რამდენიმე წუთის წინ ზუგდიდში, ქალაქის შესასვლელთან ბენზინმზიდი აფეთქდა – ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა თაიმერი ავრცელებს და წერს, რომ ამ დროისთვის უცნობია, რამ გამოიწვია აფეთქება და არის თუ არა შემთხვევის შედეგად დაშავებული.

„გავარკვიეთ რამდენიმე ფაქტი – წარსულში იყო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა [დაურ ბუავაზე], მუქარა“, – ამის შესახებ ადვოკატმა ნათია მეზვრიშვილმა “ფორმულას” ღამის ეთერში განაცხადა.

ქარელში, სოფელ დირბში მკვლელობა მოხდა, სამართალდამცავებმა მომხდარი დანაშაული ცხელ კვალზე გახსნეს და განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,- ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში. “წუხელ მოხდა ეს საშინელი დანაშაული, მოკლულია 22 წლის ახალგაზრდა ბიჭი, ძალიან კარგი ახალგაზრდა გოჩა ქოთუაშვილი. მარიამობას მოხდა ეს საშინელი ფაქტი. დეტალები არ ვიცი. დანით მიუყენებია ჭრილობა. სოფელ დირბში მოხდა დანაშაული, როგორც მითხრეს, ჩხუბი მომხდარა მათ შორის და ადგილზე მოკლეს, მერე დამნაშავე გაიქცა, მაგრამ მაინც დაიჭირეს პოლიციელებმა. დედა ემიგრანტი ჰყავს მოკლულს, ძალიან გამანადგურა ამ ამბავმა. უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა დამნაშავე, მერე რა რომ არასრულწლოვანია, ვინც ჩადის დანაშაულს, ყველა უნდა დაისაჯოს საკადრისად, რომ სხვამ არ ჩაიდინოს მსგავსი დანაშაული”, – ამბობს თანასოფლელი. “კვირის პალიტრის” ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი სოფელ დებრის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა. ფაქტს სკოლის დირექტორიც ადასტურებს: “დიახ, ჩვენი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეა დაკავებული არასრულწლოვანი. წუხელ დამრიგებლისგან გავიგე მომხდარი ფაქტი. პირველ რიგში მინდა გარდაცვლილის ოჯახს სამძიმარი ვუთხრა მომხდარის დეტალები არ ვიცი, ვიცი, რომ დაკავებულია ჩვენი მოსწავლე და ის პოლიციას მამამ მიუყვანა თავისი ხელით. შელაპარაკება მომხდარა, რის გამო მოხდა ეს მძიმე ფაქტი. თვითონ დაკავებულ ბიჭზე დადებითის მეტს ვერაფერს გეტყვით. ახლაც ვფიქრობდი ამ ბავშვზე, არ ვიცი რა ვთქვა, გამორჩეული, დადებითი ყოფაქცევის ბიჭია, სპორტსმენი, ძიუდოზე დადიოდა, სკოლაშიც მოწესრიგებული იყო სულ. შეიძლება მაღალი შეფასებებით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ზრდილობით და აკადემიურობით ნამდვილად ერთ-ერთი სანიმუშო მოსწავლე იყო. ვერ გეტყვით გუშინ რა მოხდა, რატომ დატრიალდა ეს უბედურება. გარდაცვლილი ბიჭიც ჩვენი სკოლის ყოფილი მოსწავლეა, მართალია მე მას არ ვასწავლიდი, მაგრამ გოჩა 2004 წელს არის დაბადებული და სკოლა ხუთი წელია რაც დამთავრებული აქვს. ეს ბიჭები ახლო მეზობლები არ არიან, რა მოხდა და რატომ იკამათეს, ამაზეც არ მაქვს ჯერჯერობით ინფორმაცია. მასწავლებელმა გამაგებინა წუხელ მომხდარი. ჩვენი მოსწავლის ძმა არის მოკლული ბიჭი, ვუსამძიმრებ მის ოჯახს. მამამ მიიყვანა პოლიციაში და ჩააბარა. ძალიან დადებითი ოჯახია, მამასთანაც ვმეგობრობ, როგორ დაგიმალოთ. გაოცებული ვარ, ამ ბავშვის პიროვნებიდან გამომდინარე. ძალიან მძიმე ამბავია. დანა როგორ აღმოჩნდა მის ხელში, არც ეს ვიცი, სკოლაში არასოდეს მინახავს დანით. ჩვენ მანდატური გვყავს სკოლაში და არასოდეს სასკოლო სივრცეში მას აკრძალული ნივთი, სანთებელაც კი არ შემოუტანია”, – განაცხადა დირბის საჯარო სკოლის დირექტორმა. “კვირის პალიტრა”

დაურს [ბუავას] ნამდვილი მეგობრები არ ჰყავდა და ყველაფერი, რაც ახლა, მისი გარდაცვალების შემდეგ ხდება, ამის დასტურია. ძალიან მწყდება გული, რომ დაური ამ ყველაფერს ვერასოდეს ნახავს. თუმცა, სიცოცხლეშიც ამბობდა, რომ იმ ადამიანებს არ ენდობოდა, ვისთან ერთადაც მუშაობდა, – ამის შესახებ გარდაცვლილი აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ყოფილი მეუღლე, ნინო ცხოვრებაძე აცხადებს. ის „ტელეგრამ არხზე” ვრცლად წერს დაურ ბუავას შესახებ, სადაც არაერთხელ მიანიშნებს გარდაცვლილი ბლოგერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამასთან, საუბრობს მისი გარემოცვის შესახებ და იმაზეც, რომ ბუავამ გარდაცვალებამდე მას ბევრი რამ უამბო. „გარდაიცვალა, მაგრამ არ მოკლეს! ექსპერტიზის ზუსტი შედეგები ჯერ არ არის ცნობილი! გთხოვთ, ნუ წერთ დაუფიქრებელ და უსაფუძვლო ვარაუდებს და ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას. ადამიანებს ისედაც ძალიან უჭირთ ამ ყველაფრის მიღება – ნუ გავავრცელებთ ინფორმაციას, რომლის სიმართლეც ჯერ არ ვიცით… დაურს ძალიან ბევრი ცუდი ადამიანი ეხვია გარშემო. მე მას ყოველთვის ვეუბნებოდი ამის შესახებ და ვთხოვდი, მათთან კავშირი არ შეენარჩუნებინა, მაშინაც კი, თუ საქმე სამუშაოს ეხებოდა. რაღაც მომენტში მან „სვარშიკად” დაიწყო მუშაობა და უნდოდა, მთლიანად ამ საქმეში გადასულიყო, ოღონდ კი ძველი სამსახური დაეტოვებინა”, – წერს ცხოვრებაძე. მისივე თქმით, მიუხედავად ჯანმრთელობის პრობლემისა, ყოფილი მეუღლე ექიმთან არ მიდიოდა. „დაური ყოველთვის ძალიან ჯიუტი იყო ანალიზების ჩაბარებისა და ექიმებთან მისვლის საკითხში. კლინიკაში წაყვანა პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. ხშირად ჰქონდა მაღალი წნევა და გულიც აწუხებდა. ყოველ ჯერზე მპირდებოდა, რომ ექიმთან წავიდოდა, მაგრამ ასე და ასე არ მიდიოდა… ჩვენ 8 თვის წინ დავშორდით და მთელი ამ დროის განმავლობაში ერთმანეთთან არ გვქონია ურთიერთობა. ორი კვირის წინ ძალიან ცუდი სიზმარი დამესიზმრა დაურზე, სადაც მან გულზე ხელი მიიდო და დაეცა. მთელი დღე ძალიან შეშინებული ვიყავი და ვფიქრობდი, მიმეწერა მისთვის თუ არა. საღამოს პარკში გავედი სასეირნოდ და რაღაც მომენტში, ძალიან ცუდად გავხდი. ხმამაღლა ტირილი დავიწყე და ბოლოს მას მივწერე. როგორც აღმოჩნდა, იმ დღეს ის მეგობრებთან ერთად ტყეში იყო გადაღებებზე. მათ ცოტა მოშორდა, რომ თავისი კადრი გადაეღო, წაიქცა და თავი ქვას დაარტყა. 3 საათის განმავლობაში უგონოდ იწვა. მას მაშველები ეძებდნენ და ადგილობრივი მწყემსებიც კი ეხმარებოდნენ”, – წერს ცხოვრებაძე. ის დაურ ბუავას საქმეზე დაკავებულ ქალზეც საუბრობს და განმარტავს, რომ მის ყოფილ ქმარს აღნიშნულ პირთან არაფერი ჰქონია. ცხოვრებაძე „ტელეგრმ არხზე” განთავსებულ პოსტებში ბუავას ჯანმრთელობის პრობლემებს არაერთხელ უსვამს ხაზს. „ჩემი დილა შოკისმომგვრელი ამბებით იწყება. მე ამ გოგოს ვიცნობ და ზუსტად ვიცი, რომ დაურს მასთან არაფერი ჰქონია. ბოლო დროს მას ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან ცუდი ჰქონდა. ხან წნევა აწუხებდა, ხან ცხვირიდან სისხლი სდიოდა, ხშირად სტკიოდა თავი. ვეუბნებოდი, საავადმყოფოში წასულიყო და ჯანმრთელობა შეემოწმებინა, მაგრამ საკუთარ ჯანმრთელობას არ ამოწმებდა. დაურს გართობა უყვარდა, შეეძლო კლუბში ან ბარში წასვლა, მაგრამ ნარკომანი ის არასოდეს ყოფილა!”, – წერს ცხოვრებაძე. მისივე განმარტებით, დაურ ბუავა მის მეგობრებს, უფრო კონკრეტულად კი, იმ პირებს, რომლებთან ერთადაც მუშაობდა, არ ენდობოდა. „ჩვენს შემთხვევაში მნიშვნელობა არ ჰქონდა, ერთად ვიყავით თუ არა. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით ერთმანეთს. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც, ყველაფრის მიუხედავად, მისი ოჯახის წევრებთან კარგი ურთიერთობა მაქვს. მაგრამ აი, ის ადამიანები, ვისთანაც დაური მუშაობდა, რატომღაც ცდილობენ, რაღაცაში დამადანაშაულონ და ჩემს ზარებსაც კი არ პასუხობენ დღეს. მათ ზუსტად იციან, რომ დაური ყველაფერს მიყვებოდა. იქნებ ეშინიათ? დაურს ნამდვილი მეგობრები არ ჰყავდა და ყველაფერი, რაც ახლა, მისი გარდაცვალების შემდეგ ხდება, ამის დასტურია. მისი უახლოესი გარემოცვა ცდილობს, ამ ამბით საკუთარი თავის პიარი გაიკეთოს. ძალიან მწყდება გული, რომ დაური ამ ყველაფერს ვერასოდეს ნახავს. თუმცა, სიცოცხლეშიც ამბობდა, რომ იმ ადამიანებს არ ენდობოდა, ვისთან ერთადაც მუშაობდა. დაურმა ქართული არ იცოდა, მე კი ვიცოდი. ამიტომაც ძალიან მენდობოდა. თუ ვეუბნებოდი, რომ ადამიანი კარგი არ იყო, ის ყოველთვის მისმენდა და ჩემს აზრს ითვალისწინებდა. ეს კი ძალიან არ მოსწონდათ იმ ადამიანებს, ვისთანაც დაური მუშაობდა. გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, დაურმა ძალიან ბევრი რამ მომიყვა. ზუსტად ვიცი, რას ფიქრობდა და ვინ რას აკეთებდა. მის გარემოცვას ძალიან ვურჩევ, ჩემთან უფრო ფრთხილად იყვნენ და ნუ ეცდებიან, რამე მე დამაბრალონ! არავის მივცემ უფლებას, მისი გარდაცვალება პოლიტიკურ სათაურებს დაუკავშირონ და ამ ბიჭის სიკვდილის შემდეგაც კი მისით ისარგებლონ”, – წერს ცხოვრებაძე. ცნობისთვის, აფხაზი ბლოგერი, დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი 28 აგვისტოს იპოვეს. ის სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო, ვინაიდან მეზობლებმა სამაშველო ბრიგადა კორპუსში “გაფუჭებული ხორცის მძაფრი სუნის” გამო გამოიძახეს. ბუავა მაშველებს ბინაში შესვლისას გარდაცვლილი დახვდათ. 29 აგვისტოს სამართალდამცავებმა კი უცხო ქვეყნის მოქალაქე, დაურ ბუავას მეგობარი ქალი განსაცდელში მიტოვების მუხლით დააკავეს. შსს-ს ცნობით, მათ ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა ქალმა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა მიატოვა, საცხოვრებელი ბინის კარი გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე – თვითმკვლელობამდე მიყვანისა და 128-ე – განსაცდელში მიტოვების მუხლებით მიმდინარეობს.

ბათუმში, კორპუსის მერვე სართულიდან ორ წლამდე ბავშვი გადმოვარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „აჭარა თაიმსი“ ავრცელებს.თვითმხილველების ინფორმაციით, მცირეწლოვანი ადგილზე დაიღუპა.მომხდარის ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. ფაქტს ადასრურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.ფაქტზე სსკ 116-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.