
გაუზიარეთ მეგობრებს ❤️Facebook Messenger ცნობილი ქართველი წინასწარმეტყველის ლელა კაკულიას ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ვრცელდება მისი რამდენიმე გამოუქვეყნებელი წინასწარმეტყველება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “გთავაზობთ ლელა კაკულიას რამდენიმე წინასწარმეტყველებას, რომლებიც აქამდე არ გამოქვეყნებულა: ამწუთას კილიმანჯაროს მთა მოდის ხედვაში… მოკლედ, ბუნება ისე ბობოქრობს, რომ მეორედ მოსვლას ჰგავს. ვხედავ, ცხოველები საბინადრო ადგილებიდან გარბიან, წყლები დაშრება, მიწა, ზედაპირზე კი არა, სიღრმეში იწვის. მაგრამ იმას, რაც მსოფლიოში ხდება და მოხდება, ანუ მასშტაბურ კატაკლიზმებს ბუნებასა თუ პოლიტიკაში, საქართველო გადაურჩება. ადრე ვთქვი და კვლავ ვიმეორებ: საქართველო ამ რთულ პერიოდებში ყველაზე დაცული ქვეყანაა კოსმოსიდან. ბუნება, სხვა ქვეყნებთან შედარებით, სუსტ დარტყმებს გვაყენებს. 2012 წლის 8 იანვარს ჩავწერე, რომ წყალდიდობებსაც ვხედავდი, მეწყერებსაც (რაც ახასიათებს ჩვენს ქვეყანას), მცირე მიწისძვრებსაც, მაგრამ არ ვხედავდი და არ ვხედავ ისეთ მასშტბურ ნგრევებს, რაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ხდება. ჩვენი ქვეყანა გადაურჩებ ყველაზე საშინელ დარტყმას — ბუნების რისხვას, იმიტომ, რომ მთელი მისი ტერიტორია ნოეს კიდობანია! ‼️‼️‼️უნდა გაგაფრთხილოთ: ძალიან საშიშია მდინარე დურუჯი. თუ კალაპოტიდან გადმოვიდა, მთელ ყვარელს წაიღებს. ვხედავ, მდინარე ადიდდება, მაგრამ კახელები ჭკვინურად იქცევიან — სტიქიას გაასწრებენ. ვხედავ, გასაღები მიჭირავს ხელში და დიდ კარიბჭეს ვკეტავ საქართველოზე, რათა ვერავითარმა ბოროტებამ ვერ გადაუაროს. აბა, გაბედეთ და ნახავთ!. ვაი თქვენ, შადიმანებო! ვხედავ უზარმაზარ ცვლილებებს და ამას ვერაფერი შეაჩერებს”, – ვკითხულობთ ლელა კაკულიას ფეისბუქგვერდზე.

დაკვამლიანება თბილისის მეტროში.

რა ვირუსები ცირკულირებს ზაფხულში და როდის არის საჭირო ექიმთან მიმართვა - ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „პრაიმტაიმთან“ განმარტავს, რომ ამ პერიოდში ერთი კონკრეტული ახალი ვირუსი არ გავრცელებულა. მისი თქმით, სხვადასხვა ინფექციამ შესაძლოა, მსგავსი სიმპტომები გამოიწვიოს და განსაკუთრებული ყურადღება რისკჯგუფების წარმომადგენლებს სჭირდებათ. „ერთი კონკრეტული და, მით უფრო, ახალი ვირუსი არ ცირკულირებს. ზაფხულის პერიოდი იმით არის გამორჩეული, რომ ის ვირუსები, რომლებიც მცირე რესპირატორულ დაავადებებს იწვევენ, მაგალითად, გრიპის ვირუსი, ნაკლებად გვხვდება და პრაქტიკულად არ ცირკულირებს. თუმცა, არის სხვა ვირუსები, რომლებიც ცხელებით მიმდინარეობს. მათ შეიძლება ახლდეს რესპირატორული ჩივილები, ასევე ფაღარათი, მუცლის ტკივილი, ღებინება და სხვა სიმპტომები. საკმაოდ ბევრი ვირუსი არსებობს, მათ შორის შეიძლება იყოს ადენოვირუსი, ენტეროვირუსი, სხვადასხვა ტიპის ვირუსები, ასევე კორონავირუსები, თუმცა არა კოვიდის გამომწვევი. ომიკრონის შტამი. აღნიშნული ვირუსები მსგავს სიმპტომებს იწვევენ და ახასიათებთ მწვავე მიმდინარეობა - შესაძლოა გამოვლინდეს ცხელება, ყელის ტკივილი, მშრალი ხველა, ან გასტროინტესტინური ჩივილები, როგორიცაა მუცლის ტკივილი და ღებინება. ამ ვირუსების დროს სპეციფიკური მკურნალობა, როგორც წესი, საჭირო არ არის. თუმცა, თუ ადამიანი არ მიეკუთვნება რისკჯგუფს (ასაკოვანი პირები, მცირეწლოვნები, ორსულები, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები) და სიმპტომები სამ დღეზე მეტხანს გრძელდება, აუცილებელია ექიმს მივმართოთ.

ეზოთერიკოსი გოგა მანია, 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის საქმეზე საჯარო კომენტარის გაკეთებას თავს არიდებდა. როგორც თავად ამბობს, ამ თემაზე საუბარი შეგნებულად არ ისურვა, თუმცა „პრაიმტაიმთან“ მან ექსკლუზიურად ისაუბრა. გურამ დადიანიძეზე კომენტარი სპეციალურად არ გავაკეთე. ეს რეალობა არაა, ყველაზე დიდი გულისტკივილია ჩემთვის. ამაზე კომენტარი ბევრმა გააკეთა და ეს საწყალი ბიჭი გამოიყენა. გულგახეთქილ დედას უარესად უხეთქავენ გულს. რამე რომ გამოჩენილიყო ან ყოფილიყო, ეს აქამდე მოხდებოდა. ამ ქალის ტკივილით, აცრემლებული დედისა და საწყალი ბიჭის ამბით, ზოგი, პლუსს იწერს…“ – ამბობს გოგა მანია. გოგა მანია ასევე აცხადებს, რომ მისთვის ამ საქმის უკან არსებული რეალური გარემოებები სხვაგვარად გამოიყურება. „ამ საქმის უკან სულ სხვა რაღაც დგას. ნუ უკლავენ დედას მოკლულ გულს და ცეცხლზე ნავთს ნუ უსხამენ“, – აცხადებს გოგა მანია.

კიდევ ერთი ახალი მოწმე, გურიკა დადიანიძის საქმეში – მლეთაში 12 წლის წინ დაკარგული ბიჭის დედა ამბობს, რომ არსებობს ადამიანი, ვინც გაუჩინარების შემდეგ მისი შვილი ნახა. დუშეთის განყოფილებაში გამოკითხვაზე მისულმა ქალმა ეს ინფორმაცია დღეს გამომძიებლებს მოუყვა, ახლა ოჯახი ელოდება, როდის დაიბარებენ პოლიციაში ამ მოწმეს. ირკვევა, რომ გამომძიებლებს დღეს კითხვები ჰქონდათ გურიკა დადიანიძის პირად ნივთებზეც, რომელიც ლომისადან ახალგაზრის გაუჩინარების შემდეგ, დედის თქმიკთ, მამიდასთან აღმოჩნდა. ისეთ თემაზე დამიბარეს, რომ აქ მე არ უნდა დავებრებინე, აქ უფრო მამიდა უნდა დეაბრებინათ. იმიტომ, რომ როცა ბავშვები ექსკუსრიიდან დაბრუნდნენ, ნივთები, რომელიც გურიკას ჰქონდა, გადაეცა მამიდას – ეს ამბავი მე არ ვიცოდი. მე ეს ძალიან მაინტერესებს, გურიკიას ჯიბე არ ჰქონდა? რატომ მიუტანეს მამიდას – არც ის ვიცი ვინ მიუტანა. გურიკას დაკარგვის მეორე დღეს ხურდები გადაეცა მამიდას.”- ამბობს დადიანიძის დედა.

გიორგი შაქარაშვილის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობასა და მასში მონაწილეობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნებიდან ორმა პირმა - გიორგი მერებაშვილმა და ლაშა შერმადინმა ძალადობა აღიარეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის, არჩილ გაგნიძის ადვოკატმა ვასილ მამულაშვილმა განუცხადა. როგორც ადვოკატი განმარტავს, მკვლელობის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილი საქმის ფიგურანტებმა მათსავე სასამართლო სხდომაზე განაცხადეს, რომ მცხეთის მაგისტრალზე, როცა იქ „მერსედესის“ მარკის ავტომანქანით მსჯავრდებულები მივიდნენ, შერმადინმა და მერებაშვილმა ძალადობაში მიიღეს მონაწილეობა. სწორედ აღნიშნული ჩვენებიდან და საქმეში არსებული ახალი გარემოებიდან გამომდინარე, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯვარდებული პირების ადვოკატებმა პენიტენციურ დაწესებულებაში გამოკითხეს გიორგი მერებაშვილი და ლაშა შერმადინი, რის შემდეგაც მათ თბილისის სააპელაციო სასამართლოში მათი მოწმის სახით დაკითხვის შუამდგომლობა დააყენეს. როგორც მამულაშვილი განმარტავს, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო სათათბიროდ გავიდა. „ცალკე გამოყოფილ საქმეზე მსჯავრდებულებმა - ლაშა შერმადინმა და გიორგი მერებაშვილმა დაახლოებით, 10 დღის წინ, სასამართლოში განცხადება გააკეთეს, რომ გიორგი შაქარაშვილთან კომუნიკაცია ჰქონდათ და მათ განახორციელეს ძალადობა. მათივე ჩვენებით, „ქემრის“ წასვლის შემდეგ, მათ ფერად შენობასთან გიორგი შაქარაშვილი ცოცხალი დაინახეს. ამის შემდეგ, მოხდა ნებართვების დაშვება, რომ მსჯავრდებულები გამოგვეკითხა, მათი გამოკითხვა მოხდა და ამ ინფორმაციის გამოკითხვის ოქმში ასახვა. დღევანდელ პროცესზე შუამდგომლობა დავაყენეთ, რომ ეს პირები მოწმის სახით დაკითხულიყვნენ ამ ახალი გარემოებებიდან გამომდინარე, ვინაიდან, მოწოდებული ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტს ეხება, მათ შორის, თუ რა ვითარებაში მიიღო ის შაქარაშვილმა. სასამართლო სათათბიროდ გავიდა, ასევე იმსჯელა იმ თარიღებზე, თუ როდის შეიძლება დაიკითხონ მერებაშვილი და შერმადინი. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ მათ იძალადეს შაქარაშვილზე და ის დაზიანებები, რომელიც გარდაცვალებამდე ჰქონდა მას მიღებული, შეიძლებოდა ყოფილიყო ამ პირთა მოქმედებების შედეგად. ჩვენ აქამდეც ვამბობდით, რომ ამ 5 მსჯავრდებულის მიერ არ განხორციელებულა ძალადობა. მიუხედავად ახალი ინფორმაციისა, აღნიშნული გარემოება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტზე პასუხს არ გვაძლევს, თუმცა პასუხს გვაძლევს შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების წარმოშობის შესაძლო მიზეზებზე. მოწმეთა მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ როდესაც „მერსედესი“ მივიდა მცხეთაში, იმ მომენტში, მერებაშვილი და შერმადინი ფეხით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც დაახლოებით - 2 წუთის განმავლობაში ჰქონდათ ხელჩართული მოქმედებები შაქარაშვილთან. ამბობენ, რომ ამ მომენტში ძალადობა მათ განახორციელეს, სხვაზე არ მიუთითებენ, ამ ეტაპზე ჯერი სასამართლოზეა და 16 მაისს გახდება ცნობილი, რამდენად არის დაინტერესებული სააპელაციო სასამართლო საქმეზე ფაქტობრივი და ფორმალური ჭეშარიტების დადგენით, რომელიც არის გარანტი სრულყოფილი, სამართლიანი და ობიქტური მართლმსაჯულების", - აცხადებს მამულაშვილი. ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაზე მსჯავრდებულები არიან - არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ., და ა.ქ,.

საბურთალოზე ორი გოგო სავარაუდოდ, ნარკოტიკების მისამართებზე დადების გამო დააკავეს – ინფორმაციას სოციალურ ქსელში აქტივისტი გიორგი ახობაძე ავრცელებს. როგორც ახობაძე წერს, საგამოძიებო მოქმედებები ამ წუთებში მისი სახლის წინ ხდება – აქტივისტის თქმით, ადგილზე უამრავი პოლიციელია მობილიზებული. ამასობაში, ჩემი ფანჯრების წინ, ორი პატარა გოგო დაიჭირეს სავარაუდოდ ნარკოტიკების მისამართების დადებაზე, კურიერობაზე. მემგონი მთელი საბურთალოს პოლიცია აქაა. ასე კლავს ეს რეჟიმი და ეს პოლიტიკა ამ ქვეყანაში ახალგაზრდობას. იმის მაგივრად პერსპექტივა შეუქმნას, სწავლაში ჩართოს, საინტერესო აწმყო და მომავალი შესთავაზოს, უქმნის გარემოს, სადაც ეს, ქოლ-ცენტრები და კიდე ათასი უბედურებაა წახალისებული. აქვეა კედელზე ამ სამუშაოზე დასაქმების რეკლამა. რომელსაც ცოცხალი თავით არ ებრძვის მერიის სამსახურები, მაგრამ ანწუხელიძის სტენსილებს შლის! შედეგად ვიღებთ, კრიმინალში რეკრუტირებულ ბავშვებს. თუ სწორად წავიკითხე კანონი, მინიმუმ 6-12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ ამ ბავშვებს და მათი მომავალი დამთავრებულია”, – წერს გიორგი ახობაძე.

გურამ დადიანიძის საქმის ახალი დეტალები – 12 წლის წინ მლეთაში გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედამ, სოფო ბიბილაშვილმა გადაცემაში “შენი ამბავი თაიასთან” ისაუბრა მე მინდა მივმართო რევაზ დადიანიძეს, თორმეტი წლის წინ ითხოვდი მკვდარი შვილის პოვნას, თორმეტმა წელმა ნუთუ ასე გაგიქვავა გული, რომ დღეს არ გინდა საკუთარი შვილი იპოვო, რა მდგომარეობაში დაიკარგა, რა მდგომარეობაშია ახლა და სად არის შენი ერთადერთი შვილი, რომელსაც დღემდე ვეძებ. დგახარ შენ და სახლების რემონტებს უნდები… თუ გურამ დადიანიძე შენ გყავს და შენ მალავ ჩემს შვილს, არასდროს ჩათვალო, რომ ამ ყველაფერს გაპატიებ. თუ ჩემი ტანჯვით გაზრდილ შვილზე ან მამიდას ან მამას რამე წვლილი მიგიძღვით, იცით და არ მიჩენთ ჩემს შვილს, ჩემზე დიდი მტერი არავინ გეყოლებათ. თუ გურამ დადიანიძე ცოცხალია, მაშინ მას გონება არ აქვს. ის მე არასდროს მიმატოვებდა. თუ გურამის ფსიქოტროპულ წამლებზე რეაქცია მოხდა და გონება აურიეს და მაგ მდგომარეობაშია, რომ ვერ იხსენებს ვინ არის – ამ შემთხვევაში ცოცხალია. თუ გურიკა ცოცხალი არ არის ესეც თქვენი ბრალია. ვიბრძოლებ იქამდე სანამ არ ვიპოვი. სოფლიდან გამოვიდა ამბავი, ერთ-ერთი ადამიანი დასდგომია რეზოს [გურიკას მამას] პირზე, ბავშვი ხომ იპოვეთ და რატომ უმალავთ სოფოსო… რეზო წამოსულა იქიდან. ბოლო დარეკვის დროს კახა [გელაშვილმა] მითხრა: ჯერ მოვიდეს აქ შენი ნარკომანი შვილი და უნდა დავამკვდარო ისე ვცემო, ასეთ ამბავში რომ ჩამაგდოო…” – განაცხადა 12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის დედამ, სოფო ბიბილაშვილმა გადაცემაში “შენი ამბავი თაიასთან”.

ნიკა მიმინოშვილი ოპერის დამწყები მომღერალია, რომელიც მუსიკას სცენის მიღმაც აცოცხლებს. ხშირად ქუჩაში მღერის, რადგან მუსიკა მისთვის უბრალოდ პროფესია კი არა, ცხოვრების ნაწილია. უყვარს ყველაფერი, რაც მუსიკას უკავშირდება და ოცნებობს, საკუთარი ხმა დიდ სცენაზეც გააჟღეროს.

“სრულად გთავაზობთ ერთ-ერთი Tik-Tok ლაივის საჯარო “სტრიმზე” გაკეთებულ ჩანაწერს. ჩანაწერში საუბრობს ნოდარ ხუროშვილი – 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმის მოწმის, თაზო ხუროშვილის მამა და თინიკო არხოშაშვილის ბიძა, რომელიც ამჟამად ამერიკაში იმყოფება.