
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 27 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. შემთხვევა სოფელ საბათლოში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სომხეთში მცხოვრები ახალგაზრდა მშობლიურ სოფელში, თანაკლასელს ესტუმრა. უკან დაბრუნებისას, მისი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, საბათლოში მდებარე მემორიალის კედელს შეეჯახა და კონსტრუქციის ნაწილი დაანგრია.ახალგაზრდა შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. მძიმე ტრავმები მიიღო ავტომობილში მყოფმა 35 წლის მამაკაცმა. დაშავებული 112-ის ბრიგადამ დედოფლისწყაროს რაიონულ კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, ჯანმრთელობის გამო, კატასტროფის მედიცინის ცენტრმა თბილისის ერთ ერთ საავადმყოფოში მოათავსა.შემთხვევასთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა მოკვლევა დაიწყეს.

სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა. დაღუპულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში მცხოვრები, 21 წლის ხვიჩა ირემაძე. „საშინელი ტრაგედია ტრიალებს… ჩვენი ხვიჩა… ღმერთო, რით ვანუგეშოთ ოჯახი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს“, – წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები. „მთავარი ამბების“ ინფორმაციით, მამაკაცი ოჯახის ერთ-ერთ წევრთან ერთად, სავარაუდოდ, გურიაში მიდიოდა. გზად მანქანა გააჩერეს, რის შემდეგაც 25 წლამდე მამაკაცი ავტომობილიდან გადმოვიდა. უბედური შემთხვევა ამ დროს მოხდა.

ქართველი მსახიობი შორენა ბეგაშვილი ქმარს, ბიზნესმენ ირაკლი ნანაძეს დაშორდა.მსახიობმა "ინსტაგრამზე" განქორწინების მოწმობა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა.Invictus motorcycle club-ის დამფუძნებელი, ბიზნესმენი ირაკლი ნანაძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო, როდესაც ყვითელი პრესა აქტიურად წერდა იმაზე, რომ შორენა ცოლიან მამაკაცს ხვდებოდა.მოგვიანებით, ნანაძე ცოლს გაშორდა. ბიზნესმენმა და მსახიობმა გასულ წელს ოფიციალურად იქორწინეს.თუმცა, როგორც ირკვევა, ერთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილი ერთმანეთს დაშორდა.აღსანიშნავია, რომ ბეგაშვილმა ირაკლი ნანაძეს Instagram-ზე გამოწერაც გაუუქმა.

დაკარგული გურიკა დადიანიძის დედა სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს “სიცოცხლეს თუ აზრი აქვს, შენ ხარ ჩემი აზრი, გური. არვიცი ეს 2 წელი რამ გამაძლებინა, მაგრამ ის კი ვიცი, რომ სიცოცხლე ჯოჯოხეთად მიქციეს, ცოცხლად დამმარხეს და გამანადგურეს. მიყვარხარ გური, ძალიან მიყვარხარ და მენატრები.” – წერს სოფო ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში

სულ რაღაც რამდენიმე თვის წინ ევა ბუთიაშვილის სახელი ძირითადად ქართულ სოციალურ ქსელებში იყო ცნობილი. დღეს კი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზიდან პატარა გოგონას ვიდეოებს უკვე უცხოელებიც აქტიურად ეხმაურებიან – მათ შორის, თურქი ინტერნეტმომხმარებლებიც. განსაკუთრებული ყურადღება კი მას შემდეგ მიიპყრო, რაც ცნობილმა თურმა მსახიობმა, დემეთ ოზდემირმა ევას ვიდეო Instagram Story-ში გააზიარა. ვიდეოში პატარა ევა, ბაბუასთან ერთად, კამერის წინ თავისი განსაკუთრებული მანერით პოზირებს. “ვფიცავ, მაგრამ ვერ ვამტკიცებ”, – წერს დემეთი. მსახიობი, რომელიც მოცეკვავეც არის, სავარაუდოდ, პატარა გოგონას საკუთარ თავს ამსგავსებს – სწორედ ასე აღიქვეს თურქი ვარსკვლავის ფანებმა ოზდემირის მიერ დაწერილი წინადადება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 სექტემბრის დღის ბოლოდან 25 სექტემბრის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი. მათივე ცნობით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.”აფხაზეთში, აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, მცხეთა-მთიანეთის და კახეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)- აღნიშნულია ინფორმაციაში.

"დე, ესეც ჩუმად გადაგიღე ფანჯრიდან,თვალი მომკარი და არსად დადოო მითხრი, სულ თვალს გადევნებდი, იმ ავბედითი ღამის გარდა," -წერს ლოტკინზე მოკლული, 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა, ეკა მხატვრიშვილი სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.

თერჯოლაში, მე-12 კლასის მოსწავლე, ლუკა ცეცხლაძე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდს, დაახლოებით, სამი კვირის წინ, ნადირობისას, ე.წ. ბრმა ტყვია მოხვდა. დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ლუკას გარდაცვალებას ნახშირღელეს საჯარო სკოლა ემოციური პოსტით ეხმაურება: “უკვე სამი კვირაა, რაც პატარა იმედს ვებღაუჭებოდით იმ უბედური წამიდან, ლუკა. დღეს კი გაგვიფრინდი იმიერში სამუდამოდ, დატოვე შენი თანაკლასელები, ოჯახი და მთელი სკოლა გულმოკლული.იმ უბედური წამიდან ყოველი დღე შენზე ფიქრით და შენი სიცოცხლის გადარჩენისთვის ლოცვით იწყებოდა ჩვენთვის. ნათელი შენს სულს, უფალმა გაძლება მისცეს შენს ოჯახს,”- წერია სამძიმრის წერილში.

რუსთავი-წითელი ხიდის გზაზე ავარიას 1 ადამიანი ემსხვერპლა. საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახა, რის შედეგადაც მსუბუქი ავტომობილის მძღოლი, 50 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “ინფო რუსთავს” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

მარნეული-თეთრიწყაროს გზაზე, ე.წ. „საქონლის ბაზრობის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.