Новое на сайте

მოსკოვში, ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი დანაწევრებული იპოვეს – მკვლელობაში ეჭვმიტანილი ქართველი ბიზნესმენი დააკავეს

მოს­კოვ­ში, ჟუ­ლე­ბი­ნის ბულ­ვარ­ზე მდე­ბა­რე ბი­ნა­ში, 53 წლის ელე­ნა წე­რეთ­ლის და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი ცხე­და­რი იპო­ვეს. ქალი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ოჯა­ხის წევ­რებს არ და­კავ­ში­რე­ბია, რის გა­მოც მის­მა დამ ინერ­ვი­უ­ლა და დახ­მა­რე­ბის­თვის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მი­მარ­თა. მაშ­ვე­ლებ­მა ბი­ნის კარი გა­ა­ღეს და აი­ვან­ზე პარ­კებ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი ქა­ლის ცხედ­რის ნა­წი­ლე­ბი აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ამის შემ­დეგ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მკვლე­ლო­ბის გა­რე­მო­ე­ბე­ბის დად­გე­ნა და შე­საძ­ლო დამ­ნა­შა­ვის ძებ­ნა და­ი­წყეს. ელე­ნა წე­რე­თე­ლი რეს­ტო­რა­ტორ და ბიზ­ნეს­მენ მა­მუ­კა წე­რეთ­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე გახ­ლდათ. მათ სა­ერ­თო ქა­ლიშ­ვი­ლი, 19 წლის და­რია ჰყავ­დათ. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე­ე­ბი რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნესპრო­ექ­ტშიც ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ და ხში­რად მოგ­ზა­უ­რობ­დნენ სა­ზღვარ­გა­რეთ. გა­მო­ძი­ე­ბა ელე­ნას პარტნი­ორ მა­მა­კაც­ზე გა­ვი­და, ის 47 წლის თე­ი­მუ­რაზ გო­გი­აშ­ვი­ლია. რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ის ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნია და რუ­სეთ­ში ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბა აქვს. მას წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლო­ბა არ ჰქო­ნია და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ პა­სუ­ხის­გე­ბა­ში არ მი­უ­ცი­ათ.

საზოგაოდება / მსოფლიო 4-10-2026, 21:58
ძლიერი ხანძარი ნაძალადევის რაონში, ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა

ნაძალადევში, საცხოვრებელ სახლში ხანძარია. მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერი დაკვამლიანება შეინიშნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადები არიან მობილიზებულები და ცეცხლის ქრობის სამუშაოები მიმდინარეობს.

საზოგაოდება 2-10-2026, 18:44
რას წერს თეატრიდან გათავისუფლების შემდეგ სოფო ნიჟარაძე?

სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მომღერალი სოფო ნიჟარაძე სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს და წერს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის თეატრიდან გაათავისუფლეს. “თეატრმა ხელშეკრულებას აღარ ვაგრძელებთო, თვის ბოლოს დაგეგმილი ივენთიც გაუქმდა, თარიღების არევის მიზეზით. რა დამთხვევაა,” – წერს მომღერალი.

საზოგაოდება 2-10-2026, 15:23
“გურამ დადიანიძის “ფეისბუქიდან” აღდგენილ მონაცემებში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი და საინტერესო დეტალები შევნიშნეთ!” – რა ინფორმაცია ვრცელდება ანონიმურ ფეისბუქ-გვერდზე?

“გურამ დადიანიძის “ფეისბუქიდან” აღდგენილ მონაცემებში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი და საინტერესო დეტალები შევნიშნეთ!” – ინფორმაცია ანონიმურ ფეისბუქ-გვერდზე – “ნასვამი ჩოჩორი” ვრცელდება.

საზოგაოდება 2-10-2026, 14:21
ელჭექი, სეტყვა, ქარი, შტორმი – სად გაუარესდება ამინდი დღეიდან?

1 ოქტომბრის დღის ბოლოდან 3 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდენელია დროგამოშვებით ნალექი, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რაიონებში, ასევე აჭარაში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში, ზოგან ძლიერი ინტენსივობის. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

საზოგაოდება 1-10-2026, 21:36
სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც სკოლაში 15 მოსწავლე მიჰყავდა ავარიაში მოჰყვა – სად მოხდა მძიმე შემთხვევა და როგორ არიან ბავშვები?

ყვარლის მუნიციპალიტეტში, ავარიაში მოყვა სამარშრუტო ტაქსი, რომელსაც სოფელ ჩანტლისყურედან ახალსოფლის №1 საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე გადაჰყავდა. დაშავებულთაგან ერთს ხელის მტევანი აქვს მოტეხილი, მეორეს კი ლავიწის ძვალი გაუტყდა. შემთხვევა ახალსოფლის შესასვლელში, გზაჯვარედინზე მოხდა. სამარშრუტო ტაქსს მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. სამი ბავშვი კლინიკაში 112-ის ბრიგადამ გადაიყვანა. დანარჩენი მოსწავლეები კი, რომლებსაც მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდათ, პრევენციის მიზნით, სამედიცინო დაწესებულებაში მშობლებმა და ადგილზე მყოფმა პირებმა მიიყვანეს. „მთავარი ამბები კახეთიდან“ ყვარლის რესურსცენტრის დირექტორს, ქეთევან ჭიპაშვილს დაუკავშირდა, რომელიც შემთხვევის ადგილზე თავადაც ჩავიდა. „ყველა ბავშვი დავათვალიერებინეთ მედიკოსებს და ვინც ოდნავ მაინც რამეს იტკიებდა, გადავიყვანეთ, რომ ბოლომდე მოხდეს მათი შემოწმება“, – განაცხადა ჭიპაშვილმა. საავადმყოფოშია გადაყვანილი ავტომობილის მძღოლიც. შემთხვევის ადგილზე პოლიცია და 112-ის ბრიგადა იმყოფებოდა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს განათლების სამინისტროსაც. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 276- ე მუხლით დაიწყო.

საზოგაოდება 1-10-2026, 15:05
„მდგომარეობა უეცრად დამძიმდა…“ — 23 წლის ბიჭი ვეღარ გადაარჩინეს: ვინ არის გარდაცვლილი ახალგაზრდა?

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაზაკანდის მკვიდრი, 23 წლის მეჰდი გულიევი, მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა. ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელებს. როგორც ცნობილია, ახალგაზრდას მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა. ნათესავებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. მიუხედავად, მედიკოსების გაწეული დახმარებისა, ახალგაზრდის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

საზოგაოდება 1-10-2026, 11:37
რა თქვა სასამართლო პროცესზე რუსეთის მოქალაქემ, რომელმაც თბილისში კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა?

თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვს, რომელმაც საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე კაფეში მსხდომ ხალხს აივნიდან გადმოაშარდა, 15 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა. ასევე, სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას 3 წლის ვადით საქართველოში შემოსვლა აეკრძალა. თავად ალექსანდრე პოპოვმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ჩადენილს აღიარებს. “პირობას გაძლევთ, მსგავსი რამ არ განმეორდება”, – აღნიშნა პოპოვმა. მისი თქმით, ის სტუმრად იყო მეგობართან, იყო ნასვამი. მისი თქმით, საპირფარეშოში სურდა შესვლა, რომელიც დაკავებული ჰქონდა მისი მეგობრის ფეხმძიმე მეუღლეს, ამიტომ, პოპოვის თქმით, “ჩაიდინა ის ქმედება, რასაც შსს ედავება”. ამასთან, პოპოვის განმარტებით, ის ბინას ფლობს თბილისში, სადაც სარემონტო სამუშაოებს ატარებს. პოპოვმა სასამართლოს სთხოვა, რომ მისთვის რემონტის დასრულების და საქართველოში ცხოვრების საშუალება მიეცათ.

საზოგაოდება 30-09-2026, 23:41
“გამწარებულმა დედამ უნდა გაიგოს მისი შვილის ამბავი!” ადვოკატი ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მოვითხოვეთ გამოძიების დუშეთიდან თბილისში გადმოტანა! სახელმწიფომ უნდა გამოიყენოს ყველა რესურსი ყველა დეტალის გასარკვევად. საქმეში უნდა მოხდეს გამომძიებელთა ახალი გუნდის ჩართვა! მადლობა, რომ ამ 2 თვეში ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი! გამწარებულმა დედამ უნდა გაიგოს მისი შვილის ამბავი! მადლობა საზოგადოებას ასეთი ნდობისთვის, მაგრამ საქმის გამოძიებას არ ატარებს დაზარალებულის ადვოკატი. საქმის გამოძიების უფლება აქვს მხოლოდ საგამოძიებო ორგანოს და არა ადვოკატს. ველოდებით შსს-ს გადაწყვეტილებას,” – წერს ტარიელ კაკაბაძე.

საზოგაოდება 30-09-2026, 21:49
ვის გაეზრდება ხელფასი 20%-ით შემდეგი წლიდან

საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმის თანახმად, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგების ანაზღაურება 2027 წელს 20%-ით გაიზრდება, ხოლო 2030 წლისთვის დაგეგმილია, რომ აღმზრდელის ხელფასი უნდა გაუთანაბრდეს იმ დროისათვის ქვეყანაში არსებულ საშუალო ხელფასს. 2026 წლის აგვისტოში დამტკიცებულ სამოქმედო გეგმაში ვკითხულობთ, რომ აღმზრდელების ხელფასი: 2021 წელს საბაზისო იყო 336 ლარი. ახლა მთავრობის მიზანია 2027 წლისთვის გაიზარდოს 20%-ით. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგების ანაზღაურება: საბაზისო მაჩვენებელი (2021 წელი): 336 ლარი (იმ დროისთვის ქვეყანაში ეროვნული საშუალო ხელფასი იყო 844 ლარი). შუალედური სამიზნე (2027 წელი): საშუალო თვიურ ხელფასზე 20%-ით ზრდა. საბოლოო სამიზნე (2030 წელი): საშუალო თვიურ ხელფასთან გათანაბრებული”, – ვკითხულობთ 2022-2030 წლების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის 2026-2027 წლების სამოქმედო გეგმაში. ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი ეროვნული სტრატეგიის მიზანია, რომ 2030 წლისთვის ბაღის აღმზრდელის ხელფასი აღარ იყოს ფიქსირებული მცირე თანხა, არამედ გაუთანაბრდეს იმ პერიოდისთვის ქვეყანაში არსებულ საშუალო თვიურ ანაზღაურებას.

საზოგაოდება 30-09-2026, 18:20