Новое на сайте

სიმაღლიდან კიდევ ერთი ადამიანი გადმოვარდა და იქვე დაიღუპა – ბოლო დღეებში ასეთი რამდენიმე შემთხვევა მოხდა და ძირითადად ერთ ქალაქში

ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად ახალგაზრდა დაიღუპა. „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, გარდაცვლილი სავარაუდოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეა. შემთხვევის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. ბოლო დღეებში ბათუმში სიმაღლოდან ვარდნის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა.

საზოგაოდება 19-08-2026, 12:57
სკვერში, საბავშვო საქანელებთან ახალგაზრდა კაცის ცხედარი აღმოაჩინეს – სად მოხდა შემთხვევა და ვინ არის გარდაცვლილი?

გურჯაანში, სანაპიროს ქუჩაზე მდებარე საბავშვო გასართობ სივრცეში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. კაცი რუსეთის მოქალაქეა ადგილობრივებმა მას დღეს მიაგნეს, თუმცა, ვარაუდობენ, რომ უფრო დიდი ხნის გარდაცვლილია. წინასწარი ინფორმაციით, კაცს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები, რომლებმაც შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს. ცხედარი გურჯაანში, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. რა გახდა ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების მიზეზი, ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გაირკვევა. მთავარი ამბები კახეთიდან

საზოგაოდება 18-08-2026, 21:41
,,ეს აქამდე არსად გამიმხელია” – ანა გელაშვილი დუმილს არღვევს

ვრცელდება პოდკასტის “სამართალს მიღმა” ანონსი. გადაცემის სტუმარი მლეთაში გურამ დადიანიძესთან ერთად ექსკურსიაზე მყოფი ანა გელაშვილია. “გურიკამ აქეთ შემოგვთავაზა ექსკურსიაზე წასვლა. ვვარაუდობ, რომ ის მონასტერშია” – ამბობს ანა გელაშვილი.

საზოგაოდება 18-08-2026, 14:40
სასიხარულო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს

სასიხარულო სიახლე მათთვის, ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს - შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს:„სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარების შემდეგ, კანდიდატებს შესაძლებლობა ექნებათ, პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე (ქალაქი) გასასვლელად სასურველი დრო ონლაინ რეჟიმში, ყოველგვარი ლოდინის გარეშე დაჯავშნონ.ახალი სერვისით ასევე ისარგებლებენ ის პირები, რომლებმაც გამოცდის პირველი ეტაპი უკვე ჩააბარეს, თუმცა მეორე ეტაპზე გასვლის უფლებით ჯერ არ უსარგებლიათ.ცვლილების მიზანია გამოცდის პროცესის გამარტივება და კანდიდატებისთვის მომსახურების უფრო სწრაფად და მოქნილად ხელმისაწვდომობა“,- ნათქვამია განცხადებაში.

საზოგაოდება 17-08-2026, 16:03
უმძიმესი ავარია მსხვერპლი დასრულდა – სად მოხდა შემთხვევა?

„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევის შედეგად ქვეითი გარდაიცვალა.თვითმხილველების თქმით, ავარიის ადგილზე გარე განათება არ არის და ტერიტორია ჩაბნელებულია, რაც, მათი განცხადებით, ხილვადობას ართულებს.შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რომელიც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

საზოგაოდება 17-08-2026, 13:21
ბინაში გარდაცვლილი ადამიანი იპოვეს – სად აღმოაჩინეს ცხედარი და რა ინფორმაცია ვრცელდება ადგილიდან?

ბა­თუმ­ში, მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, გვი­ან ღა­მით, ბი­ნა­ში გარ­დაც­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნი იპო­ვეს. ცხე­და­რი ექ­სპერ­ტი­ზის ბი­უ­რო­ში გა­და­ას­ვე­ნეს. ამ ეტაპ­ზე უც­ნო­ბია, აღე­ნიშ­ნე­ბო­და თუ არა გარ­დაც­ვლილს ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

საზოგაოდება 16-08-2026, 15:46
არასრუწლოვანი ბიჭი ახალგაზრდა ქალს სადარბაზოში შეჰყვა – რა მიზეზით დააპატიმრეს 15 წლის მოზარდი?

რუსთავში, არასრუწლოვანი ბიჭი ახალგაზრდა ქალს სადარბაზოში შეჰყვა და ფიზიკური შეხება სცადა. “ინფო რუსთავი”-ს ინფორმაციით, ფაქტი ლეონიძის ქუჩაზე ერთერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში დაფიქსირდა. 15 წლამდე ბიჭი 25 წლამდე ქალს სადარბაზოში ჩუმად შეჰყვა და მასთან ფიზიკური კონტაქტი სცადა. გოგოს მხრიდან მკვეთრი რეაგირების შემდეგ მოზარდმა სადარბაზო სწრაფად დატოვა. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა პოლიციისთვის. სამართალდამცავებმა არასრუწლოვანის იდენტიფიცირება მალევე მოახერხეს და დააკავეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

საზოგაოდება 16-08-2026, 11:40
ჯარიმა 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარი იქნება - ვინ და რა შემთხვევაში დაჯარიმდება

სათამაშო ბიზნესის სფეროში სამართლებრივი პასუხისმგებლობა მკაცრდება და სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის დაწესებული ჯარიმების ოდენობები იზრდება. მიღებული კანონპროექტის მიხედვით, სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარით განისაზღვრა. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 1 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარით განისაზღვრა. აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმა 2 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარი იქნება. აზარტული და მომგებიანი თამაშების მიწოდების ნებართვის მფლობელთა მიმართ ჯარიმის ოდენობა 2 000 ლარის ნაცვლად, 10 000 ლარით განისაზღვრება, ხოლო სისტემურ-ელექტრონული ფორმით სამორინეს, სათამაშო აპარატების და ტოტალიზატორის თამაშობების ორგანიზების ნებართვის მფლობელთა მიმართ დაწესებული ჯარიმა 7 000 ლარის ნაცვლად, 20 000 ლარი იქნება.

საზოგაოდება 15-08-2026, 18:58
რა წერილს აქვეყნებს 12 წლის წინ დაკარგული ბიჭის დედა.

მოგიკვდეს ჩემი თავი შვილო რას არ გაბრალენ. რას წერს 12 წლის წინ დაკარგული ბიჭის დედა.

საზოგაოდება 15-08-2026, 17:29
საყურადღებო ინფორმაცია თბილისის მოსახლეობისთვის. თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს.

დედაქალაქში 14 აგვისტოს ღამეს მოსული უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურისა და ქუჩების გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობოთ, პროცესში, გასული ღამის მსგავსად, ჩართულია თბილისის მერიის ყველა შესაბამისი სამსახურის, გამგეობებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. „წარმოქმნილი პრობლემების სწრაფად აღმოფხვრის მიზნით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების სამსახური მუშაობას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს. გაწმენდისა და ამოტუმბვის სამუშაოები მთელი ქალაქის მასშტაბით აქტიურად მიმდინარეობს. „თბილსერვის ჯგუფის“ მობილური ჯგუფები ლოკალურად არიან გადანაწილებული იმ პრობლემურ წერტილებში, სადაც უხვი ნალექის გამო გადაადგილება შეფერხდა ან საფრთხე შეიქმნა. სალიკვიდაციო პროცესში სრულად არის ჩართული, როგორც სპეციალური მძიმე ტექნიკა, ისე „თბილსერვის ჯგუფის“ ცოცხალი ძალა. პარალელურად, ირეცხება სანიაღვრე ქსელები, რომლებიც უხვი ნალექის შედეგად ამოივსო სხვადასხვა სახის ნარჩენისგან, ასევე იწმინდება სანიაღვრე ჭები. მთელი ღამის განმავლობაში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა სავალი ნაწილის გაწმენდა ღვარცოფის შედეგად ჩამოტანილი მიწისგან“, – ნათქვამია ინფორმაციაში. „დედაქალაქში მოსულმა უხვმა ნალექმა ათივე რაიონში პრობლემები შექმნა. გზის სავალ ნაწილებზე ჩამოტანილია ქვა-ღორღი. ჩვენი თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ გაწმენდის სამუშაოებს. განსაკუთრებით ინტენსიური ნალექი მოვიდა ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებში. 500-ზე მეტი ცოცხალი ძალა და 30 თანამშრომელი ყველა პერიმეტრზეა მობილიზებული და ჩართულია სალიკვიდაციო სამუშაოებში. პროცესი პრობლემების სრულად აღმოფხვრამდე გაგრძელდება“,-განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა გიორგი პაპავამ. მერიის ინფორმაციით, ნალექმა განსაკუთრებით დააზარალა ჩუღურეთის, ვაკის, კრწანისისა და მთაწმინდის რაიონების მოსახლეობა. დაიტბორა კერძო სახლები და სარდაფები, ოქროყანაში, ციურიხის ქუჩის N21-ში კი ჩამოიშალა გრუნტის დამჭერი კედელი. ასევე, ქალაქის მასშტაბით, დაიტბორა ქუჩები და რამდენიმე მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია. „ძლიერი წვიმის შედეგად ნაძალადევის რაიონში, სანერგეს ქუჩაზე ჩამოიშალა მიწის მასა, რამაც დააზიანა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის კედელი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სამსულიან ოჯახს ნაძალადევის გამგეობამ დროებით ალტერნატიულ ფართში გადაყვანა შესთავაზა. გარდა ამისა, სხვადასხვა უბანში მდებარე რამდენიმე შენობის ფასადზე ჩამოშლილია ბათქაში. ბახტრიონის ქუჩაზე ავტომობილები მოყოლილია ფერდიდან ჩამოშლილი მიწის ნაშალში. რაც შეეხება ლეღვთახევს, ადიდებული მდინარე უკვე დაუბრუნდა თავის ძველ ნიშნულს და უახლოეს დღეებში მოხდება ტერიტორიის გაწმენდა. თბილისის მერიის წარმომადგენლები უწყვეტ რეჟიმში ახორციელებენ მონიტორინგს და ადგილზე რჩებიან პრობლემის სრულ აღმოფხვრამდე. ცხელ ხაზზე შემოსულ ზარებზე ხდება მყისიერი რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ, ისარგებლონ თბილისის მერიის ცხელი ხაზით – 032 2 72 22 22“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

საზოგაოდება 15-08-2026, 14:25