თბილისში აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას ცხედარი იპოვეს

თბილისში აფხაზი ბლოგერის ცხედარი იპოვეს – გარდაცვლილია 30 წლის დაურ ბუავა. პოლიციამ ბუავას ცხედარი ნაქირავებ ბინაში აღმოაჩინა.
გვიან ღამემდე დიღომში ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობდნენ. არსებული ინფორმაციით, ბოლოს ბუავა მეზობლებმა რამდენიმე დღის წინ ნახეს. გუშინ კი ადგილზე სამაშველო სამსახური და პოლიცია გამოიძახეს, რადგან კორპუსში გაუსაძლისი სუნი იყო.
რა გახდა ახალგაზრდა ბლოგერის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს.
მომხდარზე გამოძიება 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.