შემზარავი ამბავი – ზუგდიდში, 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს, გარდაცვლილები დები არიან

მთავარის ინფორმაციით, ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს.
გარდაცვლილები დები არიან.
ცხედრები მეზობლებმა ნახეს.
ადგილზე ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
გარდაცვლილები ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
წყარო: palitravideo. ge