„ადგილზე საშინელი სურათი იყო“ – ცნობილია მატარებლის შედეგად დაღუპული ბიჭის ვინაობა

სამტრედიაში ახალგაზრდა მამაკაცს მატარებელი დაეჯახა.
დაღუპულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკაურაში მცხოვრები, 21 წლის ხვიჩა ირემაძე.
„საშინელი ტრაგედია ტრიალებს… ჩვენი ხვიჩა… ღმერთო, რით ვანუგეშოთ ოჯახი. ღმერთმა ნათელში ამყოფოს“, – წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობლები.
„მთავარი ამბების“ ინფორმაციით, მამაკაცი ოჯახის ერთ-ერთ წევრთან ერთად, სავარაუდოდ, გურიაში მიდიოდა.
გზად მანქანა გააჩერეს, რის შემდეგაც 25 წლამდე მამაკაცი ავტომობილიდან გადმოვიდა. უბედური შემთხვევა ამ დროს მოხდა.